"წითელი ეშმაკები" ინგლისის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს.
მოგეხსენებათ, მომდევნო კვირას ევროპის შესარჩევი მატჩები გაიმართება, სადაც ინგლისის ეროვნული ნაკრები სან მარინოსა და შვეიცარიის ნაკრებებს დაუპირისპირდება. ინგლისელთა თავკაცმა, როი ჰოჯსონმა 22 კაციანი შემადგენლობა დაასახელა, სადაც ყველაზე მეტი (4) "მანჩესტერ იუნაიტედის" მოთამაშე მოხვდა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ დიდხნიანი პაუზის შემდეგ, მაიკლ კერიკს კვლავ მიეცემა შანსი, ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში თავის გამოსაჩენად.
მეკარე: ჯო ჰარტი, ჯეკ ბატლანდი, ტომ ჰიტონი.
დაცვა: ნათანიელ კლაინი,
ლუკ შოუ, კეირან გიბსი, გარი კეჰილი,
კრის სმოლინგი, ჯონ სტოუნსი, ფილ იაგიელკა.
ნახევარდაცვა: მაიკლ კერიკი, ჯეიმს მილნერი, როს ბარკლი, ჯონჯო შელვი, რაიან მეისონი, ალექს-ოქსლეიდ ჩემბერლენი, რაჰიმ სტერლინგი, ფაბიან დელფი.
თავდასხმა: უეინ რუნი, ჰარი კეინი, ჯიმი ვარდი, თეო უოლკოტი.
5 სექტემბერი: "სან მარინო" - "ინგლისი"
8 სექტემბერი: "ინგლისი" - "შვეიცარია"