ჩანდა, რომ თითქოს მატჩს აკონტროლებდით, რა მოხდა, რატომ დაკარგეთ კონტროლი?
დიახ, თუმცა შემდეგ მეტოქემ შეცვალა სათამაშო ტაქტიკა. თამაშის დასაწყისში ისინი 4-2-3-1 სისტემით თამაშობდნენ, თუმცა ჩვენი გოლის შემდეგ სულ სხვა სქემაზე გადავიდნენ. ჩვენ ვერ შევძელით შეცვლილ სქემასთან გამკლავება. ეს ძალიან ცუდია, განსაკუთრებით იმიტომ, რომ საპასუხო გოლი გავუშვით მაშინ, როდესაც შეხვედრაში პირველად დავკარგეთ დომინანტური როლი. საწყენია, რადგან ვფიქრობ, კარგად ვითამაშეთ. მატჩი ჩვენი კარნახით მიმდინარეობდა.
როგორ უნდა ემოქმედათ თქვენს მოთამაშეებს, როდესაც მეტოქემ სქემა შეიცვალა? როგორ უნდა გამკლავებოდნენ ამ ყველაფერს?
როდესაც შენ არ იცი მეტოქის სათამაშო ტაქტიკა, უნდა ითამაშო კომპაქტურად. თქვენ ნახეთ "სუონსი" ბოლო 20-25 წუთში, ისინი მოქმედებდნენ კოპაქტურად, ასეთ გუნთან გამარჯვების მიღწევა კი ყოველთვის რთულია. ვფიქრობ, ეს იმიტომ მოხდა, რომ ზედმეტად ვდომინირებდით.
გაწუხებთ ის ფაქტი, რომ ბურთის ფლობაში უპირეტესობა გოლების გატანაში არ გეხმარებათ? მხოლოდ 3 გოლი 4 პრემიერ ლიის შეხვერაში...
დიახ, თუმცა ხომ უყურეთ დღევანდელ შეხვედრას. ჩვენ ერთ გოლზე გაცილებით მეტის გატანა შეგვეძლო. ამიტომ არ ვფიქრობ, რომ პრობლემა ამაშია. მომენტების შექმნა - მთავარი ამოცანაა, თუმცა გამართლებაც საჭიროა.
სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი. ხომ არ დაგანახათ დღევანდელმა მატჩმა, თუ რომელი პოზიციებია გასაძლიერებელი?
არა, არანაირი გავლენა ტრანსფერებზე.
"მანჩესტერ იუნაიტედს" წინ მნიშვნელოვანი დღეები ელის?
როდესაც შენ ეძებ და გსურს რომელიმე მოთამაშე, თვეებით ადრე იცი, შეძლებ თუ არა მის ყიდვას. ეს ბოლო მომენტში არ ხდება. ჩვენ ვდომინირებდით ამ შეხვედრაში, თუმცა საჭიროა მეტი გავიტანოთ და ნაკლები გავუშვათ.
დღეს მოედანზე არ გამოსულა ხავიერ ერნანდესი. დავიდ დე ხეას სიტუაცია კვლავ გაურკვეველია, ამ ორი მოთამაშის თაობაზე რაიმე ახალს ხომ არ გვეტყვით?
არა. თქვენ ყოველ ჯერზე ერთი და იმავეს მეკითხებით, ამასთან იცით ჩემი პასუხიც.
კარგით, მადლობა
კარგი.
ინტერვიუები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.