ბასტიან შვაინშტაიგერი ფორმაში დასაბრუნებლად ახალ გზას მიმართავს. გერმანელმა ფეხბურთელმა მიუხენის "ბაიერნის" ვეტერანი ფიზიოთერაპევტი, ფრედი ბინდერი დაიქირავა. ფრედი მიუხენიდან კვირაში ერთხელ ჩაფრინდება ინგლისში ბასტიანთან სამუშაოდ. შვაინშტაიგერმა ექიმთან ერთად 17 წელი იმუშავა. ბინდერი ასაკის გამო "ბაიერნმა" 36 წლიანი მუშაობის შემდეგ გაათავისუფლა.
ლუი ვან გაალმა სეზონის დასაწყისში განაცხადა, რომ შვაინშტაიგერი ძირითადში ადგილს მანამ არ დაიკავებდა, სანამ ძველებურ ფორმას არ დაუბრუნდებოდა. ბასტიანს ახალ სეზონში ჯერ კიდევ არ აქვს მატჩი სრულად ჩატარებული, თუმცა, როგორც ჩანს, ყველაფერს აკეთებს ფორმის დასაბრუნებლად. ფიზიოთერაპევტს ვან გაალიც იცნობს. ისინი ერთად 2 წელიწადი მუშაობდნენ.