ნეიმარმა "ბარსელონას" ფანები დაარწმუნა, რომ მათ სანერვიულო არაფერი აქვთ. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა გავრცელებული ჭორები "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლასთან დაკავშირებით უარყო.
Sky Sports-ი კვლავ ირწმუნება, რომ "იუნაიტედი" დიდი თანხა შესთავაზა კატალონიურ კლუბს ნეიმარის სანაცვლოდ, თუმცა უარი მიიღო. Sky-ის ცნობით, "წითლები" მას კვირაში 240 ათას ფუნტს სთავაზობდნენ. "ბარსელონას" პრეზიდენტმად გავრცელებული ჭორები უარყო და განაცხადა, რომ კლუბი ნეიმარს მალე ახალ, გრძელვადიან კონტრაქტს შესთავაზებს.
"როცა ასეთ ამბებს ვიგებ, ყურადღებას არ ვაქცევ. მე ბედნიერი ვარ "ბარსელონაში" ჩემს გუნდელებთან ერთად და არსად წასვლას არ ვაპირებ, "ბარსას" ფანებს სანერვიულო არ აქვთ" - განაცხადა ნეიმარმა.
ნეიმარი კატალონიელებს 2013 წელს შეუერთდა, გასულ სეზონში 39 გოლი გაიტანა და გუნდს ტრებლის მოგებაში დაეხმარა. კლუბთან კონტრაქტი მას 2018 წლამდე აკავშირებს.