Sky Sports-ის ექსპერტი და "ლივერპულის" ყოფილი მცველი, ჯეიმი კარაგერი ირწმუნება, რომ კრის სმოლინგმა და დეილი ბლინდმა მყარი ცენტრალური დაცვითი ხაზი შექმნეს. "იუნაიტედმა" მიმდინარე სეზონში ხუთი მატჩი ჩაატარა და მხოლოდ ერთ ბურთი გაუშვა, ისიც მაიკლ კერიკის ავტოგოლით. ბლინდმა გასული სეზონი ნახევარდაცვაში ჩაატარა, თუმცა ჯონსის ტრავმის გამო მას კრის სმოლინგთან მოუწია დაცვის ცენტრში თამაში.
"დაცვის ხაზში კრის სმოლინგის და დეილი ბლინდის პარტნიორობა საიმედოდ გამოიყურება, მიუხედავად იმისა, რომ ბლინდის მიმართ კითხვები ჩნდებოდა გარკვეული შეცდომების გამო. მათი დუეტი ძლიერი და უსაფრთხოა. ხუთი მატჩიდან ერთი გაშვებული გოლი, ეს მათთვის შესანიშნავი შედეგია. ზოგიერთი "იუნაიტედს" აკრიტიკებს, მაგრამ ცხრიდან შვიდი ქულის აღება სეზონის დასაწყისში ნამდვილად კარგი შედეგია. მოგვიანებით გულშემატკივარი მეტს მოითხოვს გუნდისგან, მაგრამ ამ ეტაპზე, მათი თამაშის ხარისხი დამაკმაყოფილებელია, შედეგი კი ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თამაში." - დაასრულა კარაგერმა.
კრის სმოლინგმა "იუნაიტედის" თავკაცის ნდობა დაიმსახურა და ის უკვე გუნდის მესამე კაპიტანია. "სმოლინგი უკვე "იუნაიტედის" მესამე კაპიტანია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუნის და კერიკის არყოფნისას, გუნდის ლიდერი ის იქნება. მას მოუწევს სათამაშო თვისებებთან ერთად ლიდერის შესაძლებლობებიც განავითაროს" - ამბობს ლუი ვან გაალი.
სმოლინგი-ბლინდის დუეტს მომდევნო გამოცდის ჩაბარება დღეს, "სუონსისთან" გასვლით მატჩში მოუწევთ.
წყარო: skysports.com
ინტერვიუები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.