31-08-2015, 16:13
ნანახია: 1884,
კომენტარები: 5
"არსენალი" - არასერიოზული მეტოქე
გარი ნევილი იშვიათადაა კატეგორიული, მაგრამ "არსენალზე" მან საკუთარი აზრი ძალიან მკაცრად გამოთქვა.
"არსენალი" არასერიოზული მოწინააღმდეგეა. როდესაც დაძაბულობა მატულობს, მათ ძლევამოსილება და სიჩქარე აკლიათ. ჩემპიონებს მყარი ხასიათი და გამარჯვების წყურვილი აქვთ, რასაც ვერ ვიტყვი არსენ ვენგერის დღევანდელ შემადგენლობაზე.
ეს ჩემი ალან ჰანსენის მომენტია ("შეუძლებელია, რაიმე მოიგო ბავშვებთან ერთად"), მაგრამ არავინ იქნება ჩემზე ბედნიერი, თუ ლონდონელები უარყოფენ ჩემს კრიტიკას თავიანთ სათამაშო სტილზე და პრემიერლიგას მოიგებენ. მაგრამ ამისთვის მათ ისტორიის უგულებელყოფა მოუწევთ.
"არსენალი" დიდი გუნდია, მდიდარი ისტორიით. თუმცა, გადახედეთ ინგლისის ჩემპიონთა სიას და ნებისმიერ შემთხვევაში დაინახავთ, რა აკლია "არსენალს". "ლივერპულის'' 70-ები და 80-ები, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთელი შემადგენლობა 90-ები და 2000-ები, "არსენალი" პეტისთან და ვიეირასთან ერთად, "ჩელსის" პირველი შემადგენლობა ჟოზე მაურინიოს მეთაურობით: ფრენკ ლემპარდი, ესიენი, მაკელელე. "მანჩესტერ სიტი" კომპანისთან, დე იონგთან და ია ია ტურესთან ერთად. თქვენ ხედავთ ძალას, ხასიათსა და გამარჯვების წყურვილს.
ამ წესს გამონაკლისი არ აქვს. მე შემიძლია "ევერტონის" არაჩვეულებრივი შემადგენლობა გავიხსენო 80-ებიდან, რათა უკეთესად დაგისაბუთოთ ჩემი აზრი: ჩემპიონატს ვერ მოიგებს გუნდი, რომლის შემადგენლობაში ექვსი შემტევი ფეხბურთელია არაჩვეულებრივი ტექნიკით, მაგრამ ამასთან ერთად, გუნდში ბალანსის უკმარისობაა, ხარისხის, ფიზიკური მომზადებისა და სისწრაფეს შორის. ჩემპიონატი არასდროს არ მოუგია გუნდს, რომელშიც ასეთი ბალანსი არ არის. კევინ კიგანის "ნიუკასლი" არაჩვეულებრივ ფეხბურთს აჩვენებდა, მაგრამ ჩემპიონობამდე ვერ მიაღწია. ამ ხარისხის აუცილებლობის აღმოჩენა შეიძლება, როდესაც გუნდი ცუდად თამაშობს და გამარჯვების მოპოვება სტანდარტების საშუალებით ხდება- ზამთარი, როდესაც ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება და შენ კი გუნდში 2-3 ფეხბურთელი გყავს ტრავმირებული.
არ შეიძლება თვალი დახუჭო ამ პრობლემაზე, რომელიც ფეხბურთში უკვე 30-40 წელიწადია არსებობს. ძალიან მინდა, რომ იოზილმა, რემზიმ, სანჩესმა, ჟირუმ და კოკლენმა, რომლებიც ძალიან ტექნიკურები არიან, შეძლონ ამ სტერეოტიპების დამსხვრევა. ჟირუს არ შეუძლია იმ სივრცის გამოყენება, რომელიც მცველების ზურგსუკანაა. კოკლენი ერთადერთია ზემოთ ჩამოთვლილთაგან, ვისაც ნამდვილად გააჩნია დაცვის ინტელექტი.
მე ვკითხე ანრის, თუ რატომ მოხდა ასეთი გადახარისხება ძლევამოსილებიდან და სისწრაფიდან, ასე ვთქვათ და, აქცენტი გადავიდა მინიატურულ ტექნიკურ ფეხბურთელებზე.
ამბობენ, შეშლილობა შეიძლება აღმოაჩინო ერთი და იმავე შეცდომის გამეორებით. მე მინდა ვთქვა, რომ არსენ ვენგერს შავი წერტილი დაუსვა იმან, რომ მან შეცვალა გუნდში ფეხბურთელების "ტიპაჟი". უწინ მე ვიხმარე სიტყვები- "სიამაყე და მიამიტობა", რასაც ძალიან ბევრი სათაური მოჰყვა. მე ამით არ მიცდია ვინმესთვის შეურაცხყოფა მიმეყენებინა. უფრო სწორი იქნება, თუ შევხედავთ ამას, როგორც ფაქტის გაანალიზებას. თუ შენ უარს აცხადებ და არ აპირებ პრობლემის გამოსწორებას, რაც წარმატებას ვერ მოგიტანს, მაშინ საქმეში ერთვება მიამიტობა. მხოლოდ გასულ სეზონში "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ მე ვიგრძენი, რომ "არსენალს" შეუძლია ადაპტაცია მოწინააღდეგეს ძალებთან- ნახევარდაცვის შუა გულში მოქმედებდნენ კასორლა და კოკლენი. კითხვა იმაშია, შესაძლებელია ეს იქცეს ნორმად?
მე აღვწერდი მათ სტილს, ფილოსოფიას, იმას, თუ როგორ თამაშობენ-იყო თუ არ იყო, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მეთოდი მათ მწვერვალზე ვერ აიყვანს. მე, როგორც ექსპერტს, არ მიყვარს ხმამაღალი განცხადებების გაკეთება. მე ვიცავ ჩემს მდგომარეობას, რათა გავაგრძელო იმის ლაპარაკი, რასაც ვფიქრობ, რომ სწორია. რა თქმა უნდა, არ მინდა, რომ ჩემზე იფიქრონ, როგორც ყოფილ ფეხბურთელზე, რომელსაც ბოღმა ახრჩობს პრემიერლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელზე.
მაგრამ, როდესაც დაძაბულობა იზრდება, მე ვიცი, რომ "არსენალს" არ ეყოფა არც ძალა და არც სისწრაფე. ანრის მყარად სწამს, რომ ვენგერი აღარ შეიცვლება. მას გამარჯვება ასეთი მეთოდით უნდა და მას სჯერა, რომ იგი მართალია, ამის უარყოფის უფლებას კი არავის მისცემს.
თუ სეზონის ბოლოს "არსენალის" გულშემატკივრები გაიცინებენ იმაზე, რაზეც ვლაპარაკობ, მე დიდი სიამოვნებით ვაღიარებ დამარცხებას. გუნდი, რომელიც აჯობებს მოედანზე ყველას მთელი წლის განმავლობაში, მიაღწევს წარმატებას. გამოცდილება კი იმას ამბობს, რომ ასეთი რამ არ მოხდება. ჩემპიონატის მოგება ექვსი შემტევი ფეხბურთელით, რომლებიც ვენგერმა "ლივერპულთან" მატჩში დააყენა, ნიშნავს ისტორიის გადაწერას. 10 სეზონის განმავლობაში "არსენალი" მეოთხე ან მესამე ადგილს იკავებდა. როდესაც მე ვიხსენებ პირად გამოცდილებას "არსენალის" წინააღმდეგ, მახსენდება გუნდი-ჩემპიონი, ფეხბურთელები-ჩემპიონები. გუნდი, რომელთანაც ფრეს სიხარულით ვხვდებოდით. 1999 წელს კანონირებთან 0:0 ვითამაშეთ ნახევარფინალის პირელ შეხვედრაში და ვფიქრობდით: " ო ღმერთო, ოთხშაბათს ისევ ამათ უნდა ვეთამაშოთ".
აი, რას ვფიქრობ მე ''არსენალზე''. ახლახანს ტიერი იხსენებდა, როგორ შეუერთდა გუნდს 1999-2000 წლის სეზონში, როგორ უხსნიდნენ მარტინ კიოუნი და რეი პარლორი, რას ნიშნავს ითამაშო "არსენალში". ამან გამახსენა მე, როგორ გვეუბნებოდა სერ ალექს ფერგიუსონი, თუ როგორია იყო "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი. ჩვენ კი ამ ნათქვამს ახალგაზრდებს გადავცემდით. "არსენალსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის ძალიან ბევრი საერთოა. მაგრამ ბოლო ათი წლის განმავლობაში "არსენალი" არასერიოზული მეტოქე გახდა. მათ წინააღმდეგ თამაში ძალიან მარტივია: მოედანზე შენ შეგიძლია ისინი გასრისო, დაამარცხო ან გაანადგურო.
იდეალი კარგია, საკუთარი პრინციპების დაცვა დასაფასებელია, მაგრამ, როდესაც ჩვენ "იუნაიტედში" ვიზრდებოდით, ლამაზი ფეხბურთის თამაში აუცილებელი იყო, თუმცა იყო ერთი ნიუანსიც: იპოვე საშუალება მოიგო თამაში!
ფეხბურთელს, როგორცას მე აღვწერ, მისი პოვნა არც ისე მარტივია. მესმის. მისი მოძებნა 2-3 დღის განმავლობაში რთული იქნება. მაგრამ 10 წლის განმავლობაში როგორმე შეიძლებოდა ამის გაკეთება და აღმოფხვრა ისეთი პრობლემის, რომელიც უცოდინარსაც კი მოხვდება თვალში.
ყველაფრის მიუხედავად, არსენ ვენგერი არაჩვეულებრიცი მაგალითია მწვრთნელებისთვის და მე იმედი მაქვს, რომ იგი კიდევ დიდხანს დარჩება ფეხბურთში. თუ "მანჩესტერი" ვერ შეძლებს ლიგის მოგებას, მინდა, რომ ეს გააკეთოს "არსენალმა"- როგორც ჯილდო არსენ ვენგერს. მაგრამ მაინც ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება ეს მოხდეს, თუ ისინი არ იყიდიან ნახევარმცველსა და თავდამსხმელს.