"იუნაიტედის" ყოფილი მცველი, დენი ჰიგიბოთამი მიიჩნევს, რომ ამ სეზონში ლუი ვან გაალის გუნდს შეუძლია, ევროპაში უფრო დიდ წარმატებას მიაღწიოს, ვიდრე შიდა სცენაზე.
"ვფიქრობ, "იუნაიტედს" ევროპაში წარმატების მისაღწევად კარგი შემადგენლობა ჰყავს. თუ ლუი ფეხბურთელებს ბოლომდე გახსნის საშუალებას მისცემს, ჩვენ ვიხილავთ ისეთ მატჩებს, როგორიც ,მაგალითად, "ბრიუგესთან" იყო. ხალხი ამბობს, რომ ბელგიელებმა უბრალოდ ცუდად ითამაშეს, თუმცა ეს ასე არ არის. მეორე ნახევარში, როდესაც "იუნაიტედი" 4-3-3 სქემაზე გადავიდა, ისინი უფრო გაძლიერდნენ და უეინ რუნიმ თავი კომფორტულად იგრძნო.
"წითლები" კარგ ჯგუფში მოხვდნენ. კენჭისყრის შედეგები შესაძლოა, ნაკლებად ხელსაყრელი იყოს, თუმცა ვფიქრობ, "იუნაიტედი" ასეთი მეტოქეების მიღებით ბედნიერი იქნება."-ციტირებს ჰიგინბოთამის სიტყვებს talksport.com