თბილისი:
მანჩესტერი:
29-08-2015, 08:00
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2478,
კომენტარები: 9
ვან გაალი კენჭისყრის შედეგებით კმაყოფილია
ლუი ვან გაალმა ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრის შედეგებზე ისაუბრა.
ვან გაალი კენჭისყრის შედეგებით კმაყოფილია
ლუი ვან გაალმა აღიარა, რომ იგი ბედნიერია ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრის შედეგებით, რომლის მიხედვითაც, "იუნატედის" ჯგუფში "პსვ ეინდჰოვენი", "ცსკა მოსკოვი" და "ვოლფსბურგი" იქნებიან.

ჰოლანდეილ მენეჯერს გარკვეული კავშირი აქვს "პსვ"-სთან, სწორედ ერედივიზიონის ჩემპიონი გუნდიდან შეიძინეს "წითლებმა" მემფის დეპაი. ასევე ბევრის აზრით, დიდი სირთულე იქნება შუა კვირაში მოსკოვში გაფრენა, რამაც შეიძლება ცუდი გავლენა იქონიოს გუნდზე.

"შეიძლებოდა უკეთესიც ყოფილიყო ან უარესიც." - განაცხადა ბოსმა. "ახლა საჭიროა, კლუბებს თვალყური ვადევნოთ, რადგან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ ფორმაში არიან ისინი ამ მომენტში. ჩემი სკაუტი, მარსელ ბოუტი აპირებს დაესწროს "პსვ"-სა და "ვოლფსბურგის" თამაშებს. "პსვ"-ს შემდეგი მეტოქე "ფეინოორდია", რომელიც ჰოლანდიაში საკმაოდ მნიშვნელოვანი მატჩი იქნება - ამ ყველაფრის ანალიზი მოგვიწევს."

ჟურნალისტებმა ვან გაალს ჰკითხეს, ელოდებოდა თუ არა ეინდჰოვენში მტრულ გარემოს. "არა მგონია, რომ მტრული გარემო დაგვხვდეს." - განაცხადა მენეჯერმა. "პსვ"-ს ხელმძღვანელობაში ბევრი მეგობარი მყავს, რამდენიმესთან ერთად "ალკმაარშიც" ვმუშაობდი."

"მემფისიც მათგან შევიძინეთ, მას შესანიშნავი კარიერა ჰქონდა "პსვ"-ს შემადგენლობაში. ამიტომ არ მგონია, რომ მის მიმართ მტრულად იქნებიან განწყობილები. მათ მოგება სურთ, ამიტომ დამატებითი მოტივაცია ექნებათ. ვალდებულები ვართ, ამ წინააღმდეგობას გავუმკლავდეთ. ბევრ ფეხბურთელს პერსონალურად ვიცნობ, ჩემთვის ეს ძველ მეგობრებთან შეხვედრას ჰგავს."

"მოსკოვში ერთხელ უკვე ნათამაშები მაქვს, "ლოკომოტივის" წინააღმდეგ. მგზავრობა არც ისეთი გრძელია, როგორც ბევრი ფიქრობს. ეს მხოლოდ 3-4 საათის გზაა და ფრენის პირობები ყოველთვის მაღალი დონისაა. შეიძლებოდა, უარესი ვარიანტიც შეგვხვედრილიყო."


მოგეხსენებათ, რომ მორგან შნეიდერლინისთვის ეს იქნება პირველი ევროპული გამოცდილება. თუმცა ფრანგი დარწმუნებულია, რომ იგი გუნდთან ერთად წარმატებულად შეძლებს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ასპარეზობას.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჯგუფურ ეტაპზე წარმატებულად გამოვიდეთ." - განაცხადა შნეიდერლინმა. "თუ ამას გავაკეთებთ, შემდეგ ეტაპზე დიდ გუნდებთან მოგვიწევს დაპირისპირება. როცა ამის დრო მოვა, ყველაფრისთვის ვიქნებით მზად. ჩვენ "მანჩესტერ იუნაიტედი" ვართ და ჩვენ არავისი არ გვეშინია."

წყარო: Manutd.com
პრესკონფერენცია
9 კომენტარი
№1
ავტორი: chudikone
29 აგვისტო 2015 09:36
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
სუსტი მეტოქეების გამო ეხლა დაიწყებს ისევ ექსპერიმენტებს derpwhy
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№2
ავტორი: AkkRed
29 აგვისტო 2015 10:29
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ამან ეხლა არ იკაცოს და არ ჩაგვტოვოს ჯგუფში
0
№3
ავტორი: Rosso Diavolo
29 აგვისტო 2015 11:32
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ჯგუფში ჩატოვებაზე რა გითხრათ მაგრამ ძაან გაგვიმართლა
0
№4
ავტორი: GeorgeBest
29 აგვისტო 2015 11:32
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ყველაზე კაი პონტში მაინც ჩელსი მოხვდა მარა ჩვენ სულ გვიმართლებს ჯგუფურ ეტაპზე და ძაან გაასწორა ამ ჯგუფმა
0
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
29 აგვისტო 2015 12:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ცუდი ჯგუფი ნამდვილად არაა, უარესიც შეიძლებოდა ასე , რომ საწუწუნო არაფერი გვაქვს. წყნარად და აუღელვებლად უნდა გავიდეთ პირველზე!
0
№6
ავტორი: dachi_mu
29 აგვისტო 2015 14:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
Shneiderlinis pani var :-) rac sheexebs jgups dzaan advilad gavalt ra sagangasho araferia aaq :-)
0
№7
ავტორი: Lee Sharpe
29 აგვისტო 2015 16:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
სუსტი ჯგუფი ნაღდად არაა კარგი თამაშები აიწევა
0
№8
ავტორი: Mufc7
29 აგვისტო 2015 20:02
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
უფრო ძლიერი მეტოქეები შეიძლებოდა შეგვხვედროდა, მაგრამ გაგვიმართლა და უნდა გამოვიყენოთ ეს შანსი am
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№9
ავტორი: RedGirl
30 აგვისტო 2015 15:03
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
ვინ არ არის კმაყოფილი ერთი :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top