"Sky Sports"-ის ინფორმაციით, "ვესტ ბრომვიჩ ალბიონმა" შეთანხმებას მიაღწია "მანჩესტერ იუნაიტედთან" ჩრდილო-ირლანდიელი მცველის, ჯონი ევანსის თაობაზე.
27 წლის მცველი უკვე ცხრა წელია "მანჩესტერის" შემადგენლობაში ირიცხება და ამ პერიოდში მან ბევრი ტიტულის მოგება მოახერხა, რომელთა შორისაა პრემიერ ლიგის ოთხი თასი.
მისი დებიუტი პირველ გუნდში 2007 წელს შედგა, სერ ალექს ფერგიუსონის ხელმძღვანელობის ქვეშ. ევანსმა წითელი მაისურით ჯამში 196 შეხვედრა ჩაატარა და 7 გოლის გატანა მოახერხა.
პარასკევს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ტონი პულისმა ფეხბურთელისადმი ინტერესი დაადასტურა. "ჯონი შესანიშნავი შენაძენი იქნება გუნდისთვის. თუმცა ტრანსფერში მონაწილეობას ყოველთვის სამი მხარე იღებს, ფეხბურთელი და კლუბები. მე სიამოვნებით ვიხილავდი მას ჩვენს რიგებში."
ლუი ვან გაალის მოსვლის შემდეგ ევანსის სათამაშო დრო საგრძნობლად შემცირდა. წინასწარი ინფრომაციით, მას მონაწილეობა უნდა მიეღო "იუნაიტედის" 21 წლამდელთა მატჩში "აიაქსის" წინააღმდეგ, თუმცა თამაშის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე იგი განცხადიდან ამოწერეს, ამის მიზეზი კი მოსალოდნელი ტრანსფერი იყო.