ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვისენტე დელ ბოსკემ ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის 23 ფეხბურთელს უხმო. მათ შორის, "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელი, დავიდ დე ხეა და ხუან მატა მოხვდნენ. თუმცა ანდერ ერერა კვლავ განაცხადს მიღმა დარჩა. შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ეროვნული ნაკრები 5 სექტემბერს სლოვაკეთს უმასპინძლებს. სამი დღის შემდეგ კი სტუმრად მაკედონიის ეროვნულ ნაკრებს შეხვდებიან.
ჰოლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დანი ბლინდმა ვეროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის 23 კაციანი შემადგენლობა დაასახელა, სადაც "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ჰოლანდიელი ლეგიონერი, დეილი ბლინდი და მემფის დეპაი მოხვდნენ. "ნარინჯისფრები" საკუთარ ჯგუფში მესამე ადგილს იკავებენ, ხოლო მათი მომავალი მეტოქეები ისლანდიისa და თურქეთის ეროვნული გუნდები არიან.
ასევე, ორი მანჩესტერელი მოხვდა ბელგიის ნაკრების განაცხადში. მარკ ვილმოტსმა ბოსნია ჰერცოგოვინასთან და კვიპროსთან გასამართ მატჩებში ადნან იანუზაისა და მარუან ფელაინის უხმო. თუმცა დღეს გავრცელებული ინფორმაციით, "იუნაიტედის" 11 ნომერს "ბრიუგესთან" მატჩში მიღებული ტრავმის გამო ორივე თამაშის გამოტოვება მოუწევს.
სიახლეები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.