ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვისენტე დელ ბოსკემ ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის 23 ფეხბურთელს უხმო. მათ შორის "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელი, დავიდ დე ხეა და ხუან მატა მოხვდნენ. შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ეროვნული ნაკრები 5 სექტემბერს სლოვაკეთს უმასპინძლებს. სამი დღის შემდეგ კი სტუმრად მაკედონიის ეროვნულ ნაკრებს შეხვდებიან.
ჰოლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დანი ბლინდმა ვეროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის 23 კაციანი შემადგენლობა დაასახელა, სადაც "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ჰოლანდიელი ლეგიონერი, დეილი ბლინდი და მემფის დეპაი მოხვდნენ.
ბელგიის ნაკრებში მარუან ფელაინის და ადნან იანუზაის უხმეს.