"მანჩესტერ იუნაიტედის" დამრიგებელმა, ლუი ვან გაალმა ჟურნალისტებთან შეხვედრა პოზიტიური ინფორმაციით დაიწყო, თუმცა დასასრულს ტრავმირებულებზე საუბარი მაინც მოუწია:
"როგორც იცით, გუშინ "აიაქსის" ახალგაზრდულ გუნდთან 21-წლამდეელბმა გამართეს ამხანაგური შეხვედრა და 2-1 მოვიგეთ. კარგი მატჩი გამოვიდა, ბევრმა მოთამაშემ 90 წუთი ითამაშა, რაც თავად ფეხბურთელებისთვისაა კარგი, რადგან მატჩის რიტმის გრძნობა აუცილებელია. პირველი გუნდის 6-მა წევრმა მიიღო შეხვედრაში მონაწილეობა და მათ შორის, მარკოს როხომაც, რომელმაც, როგორც დავაანონსე, 60 წუთი დაჰყო მოედანზე.
დღეს მათ აღდგენის დღე ჰქონდათ, რაც ნამდვილად დაიმსახურეს, რადგან თამაშით კმაყოფილი დავრჩი. პირველი გოლი გოსმა გაიტანა, ეს ბიჭი ჩვენთან ერთად გახლდათ ტურნეზე. მეორე გოლი კი ჯეიმს უილსონის ანგარიშზეა."
ჰოლანდიელ მწვრთნელს ტრავმირებული მოთამაშეების შესახებ ჰკითხეს: "ლაზარეთს მხოლოდ იანუზაი შეემატა, რომელიც სწორედ ტრავმის გამო შევცვალე "ბრიუგესთან" მატჩში. იგი უელსში არ გამოგვყვება."
ადნანის ადგილი მეორე ტაიმში ერერამ დაიკავა და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა. აი, რას ფიქრობს მასზე ბოსი: "სეზონის სტარტზე მე ერერა სათადარიგოთა შორის მოვახვედრე, თუმცა ჩემთვის ვფიქრობდი, რომ მას 10-იანის პოზიციაზე თამაში შეეძლო, მან დავალებას თავი ბელგიაში შესანიშნავად გაართვა. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ მეორე ნახევარში თამაში ადვილი იყო."
სამ მატჩიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა მარუან ფელაინიმ და მას გუნდის დახმარება პრემიერ ლიგაშიც შეუძლია.
ახალი ამბები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.