"არსენალისა" და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების გოლეადორმა, ტიერი ანრიმ პოლ სქოულზი "ლივერპულის" ექს-კაპიტანს, სტივენ ჯერარდს ამჯობინა და აღნიშნა რომ, სწორედ წითურთან ერთად თამაშს ისურვებდა საუკეთესო წლებში.
ტიერის აზრით, სწორედ პოლია პრემიერ ლიგის ისტორიაში საუკეთესო ნახევარმცველი.
სქოულზმა "იუნაიტედთან" ერთად 13 პრემიერ ლიგის ტიტული მოიგო და ინგლისის ოქროს თაობის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი იყო.
Monday Night Football-ის ეთერში, სტუმრად მყოფმა ფრანგმა ლეგენდამ კითხვაზე, თუ რომელ ნახევარმცველთან ერთად თამაშს ისურვებდა, უპასუხა: "პოლ სქოულზთან.
მეორე ადგილას სტივი ჯის დავაყენებდი, პოლს მასთან მცირე უპირატესობა ჰქონდა. იგი(სქოულზი) უბრალოდ ყველას სჯობდა, ყველაზე სწრაფად აზრონებდა და ერთი თავით მაღლა იდგა. "იუნაიტედის" კარგი ასპარეზობა მეტწილად სწორედ პოლის დამსახურება იყო. ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენ მათთან თამაში გვიწევდა, თავიდან ვიფიქრებდით მისი შეჩერების და განეიტრალების გზებს. ვფიქრობ, სტივენი მასთან ახლოს არის, თუმცა პოლ სქოულზი ჩემთვის საუკეთესოა."
ინგლისმა ვერ მოახერხა იმ რესურსის გამოყენება, რომელიც მას ნახევარდაცვაში ჰქონდა. ერთ დროს "სამი ლომის" ღირსებას სქოულზი, ჯერარდი, ლამპარდი და ბექჰემი იცავდნენ.
ანრი აგრძელებს: "თქვენ, ინგლისს, საუკეთესო ნახევარდაცვა გყავდათ."
ინტერვიუები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.