როგორც მოგეხსენებათ, დღეს საღამოს აონის სამწვრთნელო დარმაზში, "იუნაიტედმა" რიგით მე-3, სათადარიგო ფორმა წარადგინა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, კომენტარი კლუბის ფეხბურთელებმა დეილი ბლინდმა და ლუკ შოუმ გააკეთეს.
დეილი ბლინდი: "მაისური ცოტა განსხვავებულია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს კარგია. ხალხსა და მოთამაშეებს ის მოსწონთ, ასევე მეც მომწონს."
ლუკ შოუ: "ჩემი აზრით, ის ერთ-ერთი საუკეთესოა. მე უბრალოდ მომწონს ფერი და შორტის შტრიხ-ნიმუშები. მაისური ძალიან კარგი და განსხვავებული გამოვიდა, რომლის მსგავსიც ბევრი არ მინახავს. მე ის ნამდვილად მომწონს."