დღეს მონაკოში უეფას ჩემპინთა ლიგის 2015-16 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა
დღეს მონაკოში უეფას ჩემპინთა ლიგის 2015-16 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. "მანჩესტერ იუნაიტედი" B ჯგუფში მოხვდა, სადაც ჰოლანდიის ჩემპიონი "პსვ", "ცსკა" და "ვოლფსბურგი" არიან განთესილნი.
აღსანიშნავია ისიც, რომ მემფის დეპაი თავის ყოფილ კლუბს დაუპირისპირდება. საბოლოოდ, ჯგუფები შემდეგნაირად დაკომპლექტდა:
A ჯგუფი"პარი სენ ჟერმენი" (საფრანგეთი), "რეალი" (ესპანეთი), "შახტარი" (უკრაინა), "მალმე" (შვედეთი)
B ჯგუფი"პსვ" (ჰოლანდია),
"მანჩესტერ იუნაიტედი" (ინგლისი), "ცსკა" (რუსეთი), "ვოლფსბურგი" (გერმანია)
C ჯგუფი"ბენფიკა" (პორტუგალია), "ატლეტიკო" (ესპანეთი), "გალათასარაი" (თურქეთი), "ასტანა" (ყაზახეთი)
D ჯგუფი"იუვენტუსი" (იტალია), "მანჩესტერ სიტი" (ინგლისი), "სევილია" (ესპანეთი), "გლადბახი" (გერმანია)
E ჯგუფი"ბარსელონა" (ესპანეთი), "ლევერკუზენი" (გერმანია), "რომა" (იტალია), "ბატე" (ბელორუსი)
F ჯგუფი"ბაიერნი" (გერმანია), "არსენალი" (ინგლისი), "ოლიმპიაკოსი" (საბერძნეთი), "დინამო" (ხორვატია)
G ჯგუფი"ჩელსი" (ინგლისი), "პორტუ" (პორტუგალია), "დინამო" (უკრაინა), "მაკაბი" (ისრაელი)
H ჯგუფი"ზენიტი" (რუსეთი), "ვალენსია" (ესპანეთი), "ლიონი" (საფრანგეთი), "გენტი" (ბელგია)