თბილისი:
მანჩესტერი:
27-08-2015, 23:02
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2485,
კომენტარები: 6
რუნი: "ჟურნალისტებს გადამეტება უყვართ"
უეინ რუნის ინტერვიუ გუშინდელი მატჩის შემდგომ.
რუნი:
გილოცავ, უეინ! ჰეთ-თრიკი ჩემპიონთა ლიგაზე. სად არის ბურთი?

(იცინის) ის გასახდელშია. რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გავიტანე, თუმცა, რაც ყველაზე მთავარია, გუნდისთვის იდეალური მატჩი გამოვიდა. ჩვენ ჩემპიონთა ლიგას დავუბრუნდით ერთწლიანი პაუზის შემდეგ. შესანიშნავი შედეგი ორი მატჩის ჯამში - ძალიან გახარებულები ვართ, ხოლო უკვე ხვალ კენჭისყრის შედეგს დაველოდებით.

მნიშვნელოვანი იყო გუნდისთვის, როგორც თქვი, მაგრამ შენთვისაც ძალიან საჭირო მატჩი იყო. როგორ ფიქრობ, დღევანდელი პერფორმანსი რამდენიმე დღით მაინც დაადუმებს კრიტიკოსებს?

არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ არა ჩემი ძლიერი ხასიათი, კრიტიკა ჩემზე ცუდად იმოქმედებდა. თუმცა მე ვიცი ჩემი დონე. ვიცი, რისი მიცემა შემიძლია გუნდისთვის. მაშინაც კი, როდესაც გატანა არ გამომდის, ვცდილობ, თანაგუნდელებს აქტიურად დავეხმარო. საბედნიეროდ, დღეს მომეცა შანსები და მე ისინი გამოვიყენე. მე არ მინერვიულია. ჯერ ხომ სეზონის სტარტია, ეს რომ კიდევ 4-5 მატჩი გაგრძელებულიყო შესაძლოა, მაშინ მენერვიულა, მაგრამ ვიცოდი, თუკი შანსი მომეცემოდა, აუცილებლად გოლად ვაქცევდი.

გოლის აღნიშვნის დროს ხელები ცისკენ გაიშვირეთ. ეს მადლობის მსგავსი იყო, თუ სხვა რამეს ნიშნავდა?

თუკი ჩემს თამაშებს კარგად უყურებთ, გოლის გატანის შემდეგ ასე უკვე წლებია ვაკეთებ.

დამავიწდა, მაპატიე! როგორც თქვი, შენზე კრიტიკა არ მოქმედებს. გატანილი გოლები თუ გმატებს თავდაჯერებულობას?

არა, ნუ, როგორც თავდამსხმელს გსურს, რაც შეიძლება მეტი გაიტანო. ყველა გასული სეზონის ბოლო ნაწილს უბრუნდება - ჩვენ ვერ ვახერხებდით გოლის გატანას. პრესა ყოველთვის გადამეტებულად აფასებს სიტუაციებს, თუმცა მე ამას უკვე მივეჩვიე. ადრეული წლებიდან ჟურნალისტების ყურადღების ქვეშ ვარ, იმის გამო, თუ ვინ ვარ და რა შემიძლია, ეს ახალი ნამდვილად არ არის. ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია, შეგუებული ვარ.

ხვალ კენჭისყრაა. საინტერესო დღე იქნება, არა?

დიახ, ეს ასეა. ძალები უნდა აღვიდგინოთ, მოვემზადოთ კვირისთვის და ვისიამოვნოთ კენჭისყრით. სასიამოვნოა დაბრუნება.

სუპერ. შესანიშნავი თამაში იყო.

მადლობა, მეგობარო.
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Mufc7
27 აგვისტო 2015 17:41
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
პრესა ყოველთვის გადამეტებულად აფასებს სიტუაციებს

winked როცა ხარ საუკეთესო და ხარ ყურადღების ცენტრში, ერთი პატარა წერტილიც კი დიდ შავ ლაქად გადაიცევა ხოლმე. რუნიმ თქვა თავისი სათქმელი, თან ღირსეულად love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№2
ავტორი: AkkRed
27 აგვისტო 2015 18:38
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
იმედია გაიხსნები და გვანახებ იმ თავდასხმელ" რუნის რომელმაც ყველას თავი შეგვაყვარა
0
№3
ავტორი: GeorgeBest
27 აგვისტო 2015 19:21
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
როგორ მინდოდა მეოთხეც გაეტანა areyoukiddingme ეხლა პრემიერ ლიგის დროა, იმედია აქაც დაიწყებს გატანას. ავტობუს გუნდებთან ჭირს მომენტების შექმნა, ესეტი გახსნილი მატჩები აქ არ ექნებათ და ვერც ესე ლაღად ითამაშებენ სამწუხაროდ
0
№4
ავტორი: rene harrison_
28 აგვისტო 2015 00:17
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 273
namdvili kapitani da lideri
0
№5
ავტორი: Best 7
28 აგვისტო 2015 09:00
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
აუუ პოკერი რო გაეკეთებინააა რა მაგარი იქნებოდააააა
0
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
28 აგვისტო 2015 10:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ძალიან მნიშვნელოვანი გოლები გაიტანა კაპიტანმა და მჯერა ამის მერე უფრო მოუმატებს winked
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top