ჩემპიონთა ლიგის გუშინდელ მატჩს ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. მაშინ, როცა "იუნაიტედი" გასვლით შეხვედრაში "ბრიუგეს" ანგარიშით 0:4 ამარცხებდა, ქალაქის ცენტრში პოლიციას სიტუაციის განმუხტვა უწევდა. კლუბ "ბრიუგეს" ფანთა დაჯგუფება მატჩის მსვლელობისას ჩარლ როკეტის პაბთან მივიდა, სადაც ინგლისიდან ჩამოსული უბილეთოდ დარჩენილი "იუნაიტედის" გულშემატკივრები იყვნენ შეკრებილნი პაბში თამაშის საყურებლად. შეტაკებისას პოლიციამ "ბრიუგეს" 15 და "იუნაიტედის" 25 გულშემატკივარი დააკავა. დაკითხვის შემდეგ "წითლების" 23 ფანი გაათავისუფლეს. "ორი დღე-ღამის განმავლობაში ქალაქში ძალიან კარგი ატმოსფერო იყო. სამწუხარო და სასირცხვოლოა, რომ მსგავსი ინციდენტი დაფიქსირდა" - აცხადებს პოლიციის ოფიცერი.
ამასთან, ერთი გულშემატკივარი სტადიონზეც დააკავეს. ის მოედანზე შევარდა და კურიოზული მომენტიც დაფიქსირდა. სტიუარდმა არცთუ ისე კარგად გაართვა თავი მოვალეობას...
Are you Gerrard in disguise?
ეს კი ვიდეო, რომელსაც ბასტიან შვაინშტაიგერის ძმა ტობიასი იღებს. მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე ჩარკ როკეტის პაბთან, სადაც ფანები ბასტიანის ჩანტს მღერიან.
Deutcher Fusbal Meister!
წყარო: dailymail.co.uk
ახალი ამბები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.