თბილისი:
მანჩესტერი:
27-08-2015, 13:23
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2908,
კომენტარები: 10
ვან გაალი: "კენჭისყრას არ ვუყურებ"
ლუი ვან გაალის მატჩის შემდგომი პრეს-კონფერენცია.
ვან გაალი:
გილოცავ, ლუი, ერთ-ერთი მთავარი მიზანი მიღწეულია. ბედნიერი ხართ?

მე ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან როგორც უკვე აღნიშნეთ, გასული სეზონიდან მოყოლებული ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა ჩვენი მთავარი ამოცანა იყო. ჩვენ ეს შევძელით დღეს, ძალიან კარგი თამაშის ფონზე, ამიტომ ორმაგად გახარებული ვარ.

როგორ წაადგება ეს გამარჯვება გუნდს, შემატებს მას თავდაჯერებულობას?

(იღიმის) ჩვენ ისედაც გვჯერა. არ მგონია, რომ დღევანდელმა გამარჯვებამ რამე შეცვალოს. ჩვენ მეტი მოგებები გვჭირდება, ასეთი სცენარით. კარი მშრალად შევინახეთ, შევქმენით ძალიან ბევრი მომენტი, რა თქმა უნდა, ეს "ბრიუგეს" დამსახურებაცაა, რადგან ისინი შეტევაში მიდიოდნენ და თავისუფალ, დაუცველ ზონებს ტოვებდნენ, რომლებსაც იდეალურად ვიყენებდით. თუცმა, ამ ყველაფერსაც შესრულება უნდა, ადვილი ნამდვილად არ არის, როგორც ბევრი ფიქრობს.

ლუი, 2011 წელს თქვენ უკანასკნელად ჩაატარეთ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩი. როგრო ფიქრობთ შეიცვალა, მას შემდეგ ეს ტურნირი?

ამ ეტაპზე განსჯა არ შემიძლია, რადგან 3 წელია ტურნირში მონაწილეობა არ მიმიღია. რა თქმა უნდა, ტელევიზორში მატჩებს თვალს ვადევნებდი, თუმცა განსჯა არ შემიძლია. ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესი საკლუბო ტურნირია, ასე იყო 10-20 წლის წინათაც. ეს არის ყველაზე მთავარი ტურნირი, სადაც შეგიძლია წარმოაჩინო შენი შესაძლებლობების მაქსიმუმი.

ლუი, რა შეგიძლიათ თქვათ უეინ რუნის ხასიათთან დაკავშირებით? მას კრიტიკის ქარ-ცეცხლში გავლა მოუწია მიმდინარე სეზონში, დღეს კი საოცრად ითამაშა...

დიახ, მაგრამ მე მისი ყოველთვის მჯეროდა. თუმცა ეს სჭირდებოდა თავად ფეხბურთელს. ვფიქრობ, უეინს ძალიან ძლიერი ხასიათი აქვს. ასეთი დონის მოთამაშეს ყოველთვის აკრიტიკებენ, თუმცა მან დღეს დაამტკიცა, თუ რა შეუძლია. თუმცა მას კიდევ გრძელი გზის გავლა მოუწევს, ისევე როგორც მთლიანად "მანჩესტერ იუნაიტედს". ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ მე მჯერა მისი.

ლუი, გილოცავთ! "ბრიუგე" ბელგიის ჩემპიონატის მეორე ადგილოსანი გუნდი იყო, გასული სეზონის შედეგებით. ახლა თქვენ შესაძლოა, კიდევ ერთ ბელგიურ გუნდს, "გენტს" შეხვდეთ ჯგუფურ ეტაპზე. ისურვებდით მათთან გაჯიბრებას?

(იცინის) თუ არ ვცდები, მე უკვე ვითამაშე "გენტის" წინააღმდეგ, როდესაც "აიაქსს" ვწვრთნიდი, გახსოვთ შედეგი?

არ მახსოვს...

კარგი, ჩვენ მოვიგეთ.

ლუი, თქვენთვის აქვს მნიშვნელობა ვისთან ერთად იასპარეზებთ ჯგუფში?

რა თქმა უნდა.

ვის ისურვებდით ჯგუფში?

მე არ ვიცი ის გუნდები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ წლევანდელ გათამაშებაში, თუმცა ასეც რომ არ იყოს, მე ხომ ვერანაირ გავლენას ვერ მოვახდენ კენჭისყრაზე. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მკითხა, ვუყურებდი თუ არა კენჭისყრის ცერემონიას, მე კი ვუპასუხე რომ არა, რადგან რეზერვების გუნდი, რომელშიც ჩემი 8 მოთამაშეა "აიაქსს" დაუპირისპირდება და ეს ჩემთვის ბევრად მნიშვნელოვანი "ღონისძიებაა".

ანდერ ერერა მიმდინარე სეზონში პირველად იყო ძირითად შემადგენლობაში. რას იტყვით მის თამაშზე?

სტარტი არცთუ კარგი ჰქონდა, ხშირად კარგავდა ბურთს, ყვითელი ბარათიც დაიმსახურა, ამიტომ მე მის შეცვლას ვაპირებდი. შემდეგ დავინახე გამოსწორებული თამაში. ამის შემდეგ იგი 10-იანის პოზიციაზე დადგა, სადაც ნამდვილად კარგად ითამაშა და მე მისი ასპარეზობითაც გახარებული ვარ.
პრესკონფერენცია
10 კომენტარი
№1
ავტორი: ilker
27 აგვისტო 2015 13:28
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 290
ლუი რა დასტოინი ტიპი ხარ :D
0
№2
ავტორი: dati-mata
27 აგვისტო 2015 13:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 172
Erera unda 10 anze da ara januazai
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Tu mkitxaven romeli mirchevnia old tranfordze 40 metridan golis gatana tu mis msopliostan gamis gatareba gamijirdeba pasuxi.magram ra kargia orive ro gaketwbuli maqvs!!!
George best#7
№3
ავტორი: GeorgeBest
27 აგვისტო 2015 14:19
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
სტარტი არ ჰქონდა ერერას კარგი მარა ეგ უფრო იმის ბრალი იყო ყველაზე მეტს ინდომებდა. გოლის აღნიშვნაში ყველაფერი კარგად ჩანდა. იმსახურებს ეგ კაცი ძირითადს
0
№4
ავტორი: AkkRed
27 აგვისტო 2015 14:23
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
დავიჯერო ისევ გაეხილა თვალები და ერერას დააყენებს ძირითადში?
0
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
27 აგვისტო 2015 14:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ნამდვილად კარგი თამაში იყო და ესე პრემირ ლიგაშიც რომ ვითამაშოთ საერთოდ დაგლიჯავს რაა winked
0
№6
ავტორი: Iunaitedi
27 აგვისტო 2015 15:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
ilker,
..Martalia Errera Unda Iyos Ianuzais Adgilze. Gushindel Matchsi Gamochnda Ro Errera Ufro Mondomebulia Golic Ise Agnishna ro
0
№7
ავტორი: SAF
27 აგვისტო 2015 15:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
ეგრე ბიჭო ეგრე ერერა უნდა ათამაშო ათიანზე იანუზაი კი არა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
№8
ავტორი: Mufc7
27 აგვისტო 2015 18:18
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
რუნის გოლები ხო გამიხარდა, მაგრამ ერერას გოლმა უფრო მეტად ამაფორიაქა love როგორ ცდილობდა, დაემტკიცებინა და ეჩვენებინა საკუთარი ძალები ვან გაალისთვის feel ათამაშოს ხოლმე ამ კაცმაც, რა ეტაკა angry

0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№9
ავტორი: Wardell
27 აგვისტო 2015 18:27
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
აუუუ ტიპი აიიი ყველგან ნახულობს საბაბს რო თავისი "აიაქსი" ჩააკვეხოს wink ეს ვინაა ვახ.

იქნება ეხლა მიხვდეს რო იანუზაი კი არა ერერა უნდა იდგეს 10იანზე :/
0
№10
ავტორი: Manchester United 14
27 აგვისტო 2015 18:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
კენჭისყრა როდის არის ?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top