როგორც "სქაი სპორტსი" იუწყება, "მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელი მეკარე, ვიქტორ ვალდესი კარიერას სტამბულის "ბეშიქთაშში" გააგრძელებს. 33 წლის მეკარე თურქულ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. თუმცა, ჯერჯერობით ტრანსფერი ოფიციალურად არ დადასტურებულა.
სამშაბათს "ბეშიქთაშმა" მეორე მეკარე, ჯენკ გიონენი "გალათასარაიში" გაუშვა, ამიტომ კლუბში მეორე მეკარის ადგილი გათავისუფლდა.
ვალდესი "მანჩესტერ იუნაიტედს" 1 წლის წინ შეუერთდა თავისუფალი აგენტის სტატუსით. ამ დროის განმავლობაში მან მხოლოდ 2 მატჩის ჩატარება მოახერხა. ბოლო დროს მთავარ მწვრთნელ ლუი ვან გაალთან კონფლიქიტიც ჰქონდა. ამის გამო, ჰოლანდიელ სპეციალისტს ესპანელის გუნდიდან გაშვება სურს.
წყარო: Sky Sports
ახალი ამბები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.