ბელგიური "ბრიუგეს" მთავარი მწვრთვნელის, მიშელ პრიუდომის აზრით, მის გუნდს მხოლოდ "სასწაული" თუ უშველის და დაეხმარება დაძლიოს "მანჩესტერ იუნაიტედის" ბარიერი.
"შავ-ლურჯებმა" პირველი შეხვედრა "ოლდ ტრაფორდზე" 3-1 დათმეს და საპასუხო მატჩის წინ ძალიან რთულ ვითარებაში იმყოფებიან. მემფის დეპაის დუბლს ბოლო წუთზე მარუან ფელაინიმ მესამე გოლი მიამატა და "წითელი ეშმაკები" საკმაოდ კომფორტულ სიტუაციაში დააყენა.
"სასწაულები ხანდახან ხდება, მაგრამ ჩვენ 2 გოლით უკან ვართ და "იუნაიტედი" ძალიან პროფესიონალი გუნდია."- აცხადებს პრიუდომი.
"სასწაული რომ შედგეს, შენ უბრალოდ ფანტასტიკური უნდა იყო, ხოლო მეტოქეს საპირისპიროდ არაფერი არ უნდა გამოსდიოდეს, რთული სიტუაციაა. ამასთან, ძალიან ბევრი მოთამაშე გვაკლია. ძალიან მცირე შანსი გვაქვს, მაგრამ მოდი, ვილოცოთ.
"იუნაიტედს" შეუძლია, ზეწოლის ქვეშ იყოს ყოველ დღე, ეს მათთვის ახალი და უცხო არ არის. როდესაც ხედავ ამ გუნდის თამაშს, შენ ხვდები, რომ მათ საკუთარი დონე აქვთ, ასე იყო "ტოტენჰემთან", "ნიუკასლთან" და ჩვენთანაც. ისინი ყოველ მატჩში აგრძელებენ თავიანთი საქმის კეთებას.
არ მგონია, რომ მათზე ზეწოლა გაიზრდება, თუკი პირველ გოლს ჩვენ გავიტანთ, მაგრამ ეს ჩვენთვისვეა უკეთესი."- დაასრულა ბელგიელთა დამრიგებელმა.
ინტერვიუები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.