"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ვან გაალმა, ხვალ გასამართი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფის მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა, ამჯერად მას გვერდს პირველ მატჩში მესამე გოლის ავტორი,მარუან ფელაინი, უმშვენებდა.
ვან გაალი:
გუნდის განწყობასა და მუსამზადებელ ეტაპზე:"არ ვფიქრობ, რომ ჩემი მოთამაშეები განმეორებით მატჩს სხვა თვალით უყურებენ ან იოლ გასეირნებას ელიან. ჩვენ ამ მატჩისთვისაც ისე მოვემზადეთ, როგორც პირველისთვის. იმედი მაქვს, ისევე აგრესულად დავიწყებთ, როგორც წინა სამშაბათს. ფელაინის გოლი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ახლა უფრო მეტად თავდაჯერებულები ვართ."
მატჩის მნიშვნელობაზე:"ჩემი აზრით, ამ დროისთვის ეს სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია, რადგან ჩემი მთავარი ამოცანა მოსვლის დღიდან, კლუბის ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებაა. ჯერ კიდევ არაფერი დასრულებულა და განაღდებული არაფერი გვაქვს. ჩვენ განმეორებითი მატჩი გვაქვს ჩასატარებელი და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, მოვხვდებით თუ არა ჯგუფურ ეტაპზე. ჩვენმა მეტოქემ ერთხელ უკვე დაიძვრინა მსგავსი სიტუაციიდან თავი, მათ 3-0 მოუგეს "ოლიმპიაკოსს". მათ იგივეს განმეორების შანსი არ უდნა მივცეთ."
ფელაინის პოზიციაზე:"იგი ცენტრალური ნახევარმცველია და 6-იანზე, 8-იანზე თამაში შეუძლია, თუმცა ამ სეზონში დიდი ალბათობით 9-იანზე და 10-იანზე მოუწევს თამაში, რადგან ზემოთ ხსენებული პოზიციები გადატვირთულია."
შემადგენლობასა და შერჩევის სირთულეზე:"შემადგენლობის შერჩევა რთულია და უფრო რთულია ყველა მოთამაშის გამოყენება. მათ, ვისაც ნაკლები დრო ეძლევა, მეორე გუნდში უნდა იასპარეზონ, რათა მატჩის რიტმი ჰქონდეთ. ხვალ 8 მოთამაშე მიიღებს მონაწილეობას "აიაქსის" ახალგაზრდებთან გასამართ შეხვედრაში, მათ შორის იქნება როხოც, რომელიც 60 წუთს ითამაშებს."
მარუან ფელაინი:
"ამ დროისთვის ძალიან კარგად გამოვიყურებით, თითქმის არ ვუშვებთ და ბევრ მომენტს ვქმნით მეტოქის კართან. გუნდი კვალიფიკაციური და მაღალი დონის მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული, ამიტომ ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგაზე კარგად ვიასპარეზებთ."
თავის პოზიციაზე:"წარსულში მაქვს ნათამაშები 9-იანისა და 10-იანის პოზიციებზე, ამიტომ ეს ჩემთვის ახალი ნამდვილად არ არის. რა თქმა უნდა, ეს რადიკალურად განსხვავებულია და შეიძლება რთულიც, მაგრამ ჩემთვის მთავარი არ არის სად ვითამაშებ, მე მხოლოდ გამარჯვება მწყურია."
გასულ 2 სეზონზე:"ყველამ კარგად იცის, რომ სადებიუტო სეზონი კარგი ნამდვილად არ გამომივიდა, თუმცა ეს ყველაფერი წარსულია. მე მხოლოდ მომავლისკენ ვიხედები, გასული სეზონი ნამდვილად კარგად ჩავატარე და ვეცდები, ასე გავაგრძელო. მე უკვე კარგად ვიცნობ ჩემს თანაგუნდელებს, მწვრთნელს მის ფილოსოფიას, ამიტომ ვეცდები, უკეთ ვითამაშო და გოლებით ფანები გავახარო."
პრესკონფერენცია
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.