"მანჩესტერ იუნაიტედის" მარჯვენა მცველი, მატეო დარმიანი ბელგიაში დაძაბული და საინტერესო მატჩის მოლოდინშია, თუმცა ამისდა მიუხედავად, მაინც გამარჯვებას გეგმავს.
გუნდის იტალიელ ახალწვეულს, რომელიც "ეშმაკი" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გახდა, იან ბრეიდელის სახელობის სტადიონზე თამაშის გამოცდილება უკვე აქვს, გასულ წელს იგი "ტორინოსთან" ერთად ესტუმრა ქალაქ ბრიუგეს და ნულოვან ფრეს დასჯერდა. თუკი დარმიანის მეორე ვიზიტიც ხსენებული ანგარიშით დასრულდება, შემდეგ ეტაპზე "მანჩესტერ იუნაიტედი" გავა.
"ჩვენთვის 0-0 მისაღები შედეგი იქნება, რადგან ასეთ შემთხვევაში ჯგუფურ ეტაპზე სწორედ "იუნაიტედი" მოხვდება, მაგრამ ჩვენ ყოველთვის მოსაგებად გავდივართ მოედანზე." - აცხადებს მატეო MUTV-სთან ინტერვიუში. ვიცით, რომ "ბრიუგე" კარგი გუნდია, განსაკუთრებით კი სახლში, მაგრამ მაინც გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. ჩვენ გათავისებული გვაქვს ,თუ რა უნდა გავაკეთოთ. ადვილი არ არის ბელგიაში გამარჯვება, მაგრამ ეს ჩვენ გვჭირდება, მთელ მანჩესტერს სჭირდება, რომ ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე დავბრუნდეთ.
გასულ სამშაბათს "ოლდ ტრაფორდი", როგორც ყოველთვის ,განსაკუთრებული იყო. ფანები, ატმოსფერო და მატჩი ფანტასტიკური გამოვიდა. მართლაც გამორჩეული გრძნობა დამეუფლა და ბედნიერი ვარ, რომ გავიმარჯვეთ."
ინტერვიუები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.