თბილისი:
მანჩესტერი:
25-08-2015, 14:21
ავტორი: Wardell,
ნანახია: 1897,
კომენტარები: 8
შნეიდერლინი:"მინდა, ახალი როი კინი გავხდე"
ფრანგი ნახევარმცველი ამბიციურადაა განწყობილი და გუნდის ლეგენდობას უმიზნებს.
შნეიდერლინი:
მორგან შნეიდერლინი, რომელიც "იუნაიტედს" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეუერთდა, გეგმავს ამ ფორმაციის გუნდისთვის როი კინი გახდეს, რაც ძალიან ამბიციური განცხადებაა.

მისი განცხადებით, ძალიან სურს, ისეთი გავლენა ჰქონდეს გუნდზე, როგორიც თავის დროზე ირლანდიელს ჰქონდა.

"იმედი მაქვს, როი კინს დავემსგავესები, რადგან ის კლუბის ლეგენდაა. ის ჩემგან რადიკალურად განსხვავებული პერსონა იყო, რადგან მე ნაკლებად ვლაპარაკობ მოედანზე.

თუმცა, იმედი მაქვს, ისეთივე სასარგებლო ვიქნები გუნდისთვის, როგორც კინი. მისი და პატრიკ ვიეირას დაპირისპირება "იუნაიტედისა" და "არსენალის" შეხვედრებში ძალიან დასამახსოვრებელი იყო. მე ვუყურე დოკუმენტურ ფილმს ხსენებული ორის დაპირისპირებაზე - ძალიან საინტერესო იყო"


მორგანი "იუნაიტედის" კიდევ ერთი ლეგენდის და მისი თანამემამულელის, ერიკ კანტონას ასპარეზობითაა აღტაცებული.

"მისი თამაშის ამსახველი ბევრი ვიდეო მაქვს ნანახი, მე მას ვაღმერთებ. მიყვარს მოთამაშეები, რომლებსაც განსხვავებული ხასიათი აქვთ. შენ გჭირდება ასეთი მოთამაშეები. კანტონა ამბობდა იმას, რასაც ფიქრობდა.

მე მისი ინტერვიუებიც კი მაქვს ნანახი, რომლებიც ძალიან სასაცილოა. უბრალოდ გაოცებული ვიყავი მისი ეგოიზმით, როდესაც გაჰქონდა და ფანებისკენ ტრიალდებოდა."


კითხვაზე, თუ რასთან და ვისთან ასოცირდება მისთვის "მანჩესტერ იუნაიტედი", მორგანმა ასეთი პასუხი გასცა: "ოლდ ტრაფორდთან", სერ ალექსთან, ბექჰემთან, უდიდესი კლუბი მსოფლიოში, წითელ ეშმაკებთან და კიდევ ბევრ სხვასთან.

შეუძლებელია, ასეთი დიდი კლუბის ერთი სიტყვით დახასიათება. როდესაც პატარა ვიყავი, ბექჰემის თამაშებს ვუყურებდით და ყველას მოგვწონდა მისი ვარცხნილობა, ჯარიმები, პასები. ვცდილობდი, მიმებაძა. ძალიან მიყვარს ეს ფეხბურთელი.

ევროპული მატჩი, რომელმაც ყველაზე მეტად გამაოცა არის "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "მადრიდის რეალის" დაპირისპირება 2003 წლის ჩემპიონთა ლიგაზე, რომელიც 4-3 დასრულდა "წითლების" სასარგებლოდ.

ბექჰემმა იმ შეხვედრაში დუბლი გიაფორმა, ხოლო რონალდომ ჰეთ-თრიკი. როდესაც ბრაზილიელი შეცვალეს, "ოლდ ტრაფორდმა" იგი აპლოდისმენტებით დააჯილდოვა. მართლაც დაუვიწყარი მატჩი იყო. "
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: გაბადაძე
25 აგვისტო 2015 14:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
სარგებლობით თუ დაემგვანები მაგას რაჯობს და ხასიათით არამგონია რო დაემგვანო ჯერ შენი წყნარი საუბარიც არ დამინახავს მოედანზე, ეხაც კარგი ხარ და უნდა მოუმატო კიდევ, ბევრჯერ არ ჩანს მარა დიდ საქმეს აკეთებს ,
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№2
ავტორი: Best 7
25 აგვისტო 2015 14:36
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
თამაშით კიდევ შეიძლება მარა ხასიათიტ არაა:D
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
25 აგვისტო 2015 15:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
არა მგონია საერთოდ კიდევ ყავდეს კინისნაირი მანჩესტერს, მაგრამ თუ დაემგვანები მაგას რა ჯობს winked
0
№4
ავტორი: Count Alucard
25 აგვისტო 2015 15:27
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
Roy dzalian gansxvavebuli pirovneba iyo, tu xasiatic ar giwyobs xels, anu misnairi xistaviani ar xar, ver iqnebi axali Roy keani, magram potenciali nandvilas aqvs schindlers.
0
№5
ავტორი: AkkRed
25 აგვისტო 2015 15:45
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ერთი შენ გახდები როი კინი და მეორე როხო გახდება სტამი :დ
0
№6
ავტორი: Mufc7
25 აგვისტო 2015 16:16
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ყველამ თავისი სახელი უნდა დატოვოს ''იუნაიტედში'' და არაა საჭირო ახალი რონალდუებისა და კინების შერქმევა, ჩემი აზრით
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№7
ავტორი: GeorgeBest
25 აგვისტო 2015 19:16
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
შემართება კარგია მარა ჯერ კიდევ ბევრი გაქვს დასამტკიცებელი. ყველაფრის მიუხედავად მე მაგრად მომწონს ამის თამაში, მშრალად შენახული კარი რომეროს დამსახურება რო ჰგონია ხალხს ტეხავს ცოტა wink

ყველაზე მეტს მოძრაობს და შავ სამუშაოსაც ასრულებს. დრო სჭირდება და ძალიან კარგ ნახევარმცველად ჩამოყალიბდება
0
№8
ავტორი: davita
26 აგვისტო 2015 09:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 566
sheni ici
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We'll keep our red flag flying high
Couse man united will never die!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top