"ევერტონი" "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ნახევარმცველის, ადნან იანუზაის იჯარით აყვანას ეცდება. რობერტო მარტინესს მის გუნდში 20 წლის ბელგიელის ხილვა სურს.
Liverpool Echo-ს ცნობით, "ევერტონი" ბელგიის ნაკრების ნახევარმცველის ერთწლიანი იჯარით აყვანას ეცდება. აღსანიშნავია, რომ იანუზაიმ ბოლო 2 მატჩი სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა, თუმცა მთავარი მწვრთნელი არ არის კმაყოფილი მისი თამაშით.
"ევერტონის" მთავარი მწვრთნელის, რობერტო მარტინესის განცხადებით, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კლუბს სამი შეთანხმება აქვს გაფორმებული. შესაძლოა, ერთ-ერთი ვარიანტი სწორედ ადნან იანუზაი იყოს. შეგახსენებთ, რომ "რივერ პლეიტის" მცველი ფუნეს-მორი უკვე ლივერპულშია.
ბელგიელი ნახევარმცველი "იუნაიტედს" 2013 წელს შეუერთდა "ანდერლეხტიდან". მან 59 მატჩში 5 გოლის გატანა მოახერხა.
წყარო: Liverpool Echo
ახალი ამბები, ტრანსფერები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.