21 წლის ჰოლანდლიელი ვინგერი უკვე მთელი ევროპის მიერ არის აღიარებული, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა. სწორედ ეს გზა გამოიარა უეინ რუნიმ, როდესაც მცირე ასაკის მიუხედავად, ხშირად ხდებოდა ყვითელი პრესის მთავარ გვერდებზე.
მას შემდეგ რუნიმ შესანიშნავი კარიერა აიწყო "იუნაიტედში". მან 230 გოლის გატანა მოახერხა 483 შეხვედრიდან, მოიგო 5-ჯერ პრემიერ ლიგის თასი, 1 ჩემპიონთა ლიგის, 2 ლიგის თასი და ფიფას მსოფლიო თასი. ახლა კი იგი თავის გამოცდილებას მემფის დეპაის უზიარებს.
"უეინ რუნი ძალიან მეხმარება." აცხადებს მემფისი შაბათს გამართული მატჩის შემდეგ.
"მას უდიდესი გამოცდილება გააჩნია, ყველაფერი იცის ფეხბურთის შესახებ და თუ რაიმე კითხვა გამიჩნდება, მე მას მივმართავ.""წითელმა ეშმაკებმა" ზემოთხსენებულ შეხვედრაში 2 ქულა დაკარგეს, რადგან "ნიუკასლმა" მოახერხა და კარი მშრალად შეინახა, დიდი წნეხის მიუხედავად. ეს ფრე პირველი აღმოჩნდა "წითლებისთვის" მიმდინარე სეზონში და მემფისი იმედგაცრუებულია, ვინაიდან მისმა გუნდმა ვერ შეძლო მოგებების სერიის გაგრძელება.
"ძალიან გულდასაწყვეტია. ჩვენ აგრესიულად დავიწყეთ, ვუტევდით, ვქმნიდით მომენტებს, თუმცა არცერთი მათგანი გოლით არ დაგვირგვინდა." აგრძელებს "იუნაიტედის" ახალი შვიდიანი.
"მეორე ტაიმშიც ანალოგიური სიტუაცია იყო. როდესაც ამ მატჩს გაიხსენებ, მიხვდები, რომ უფრო მეტია გასაკეთებელი იმისათვის, რომ გოლი გაიტანო. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ ვარჯიშს ვაგრძელებთ და ვემზადებით "ბრიუგესთან" შესახვედრად."როდესაც მემფის სთხოვეს, შეედარებინა ინგლისის პრემიერ ლიგა და ჰოლანდიის ერედივიზიონი მან უპასუხა:
"აქ გუნდები უფრო ორგანიზებულები არიან. ინგლისში გაცილებით რთული სათამაშოა და ეს ყველამ კარგად იცის. მე რამდენიმე მომენტში შემეძლო უკეთ თამაში და გოლის გატანა, მაგრამ ამაზე ბევრს ვიმუშავებ და აუცილებლად გამოვასწორებ." დაასრულა ახალგაზრდა ჰოლანდიელმა.
წყარო:
Manutd.com