"ოლდ ტრაფორდზე" ფრედ დასრულებული მატჩის ტაქტიკური ანალიზი.
სქემა და შემადგენლობა"მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივართა უმრავლესობას გაუადვილდებოდა შემადგენლობისა და სათამაშო სქემის გამოცნობა, რადგან ვან გაალს ამჯერად ახალი არაფერი მოუფიქრებია. "ბრიუგესთან" პირველ მატჩში შეცვლაზე შემოსულმა შვაინშტაიგერმა ამჯერად პირველივე წუთებიდან დაიწყო თამაში, დეპაი კვლავ მარცხენა ფლანგზე მოქმედებდა, გამთამაშებლის როლი კი ისევ და ისევ იანუზაიმ მოირგო.
მატჩის მიმდინარეობა"მანჩესტერ იუნაიტედმა" შეხვედრა მაღალი სიჩქარეებით დაიწყო. მასპინძლები ცდილობდნენ მთელი მოედნის გამოყენებას კომბინაციური თამაშისთვის. ბურთის დაკარგვის შემდეგ კი პრესინგის თამაშს შემტევებითვე ცდილობდნენ. "ნიუკასლის" არცერთ მოთამაშეს არ ჰქონდა საშუალება თავისუფლად ბურთის მიღების. ასეთი შემართებითა და ენერგიულობით "იუნაიტედმა" მხოლოდ 25 წუთის ჩატარება მოახერხა.
მასპინძელთა აქტივობის კლებამ, "კაჭკაჭებს" ამოსუნთქვისა და შეტევაზე ფიქრის საშუალება მისცა. ყველაზე სახიფათო მომენტი მიტროვიჩის დარტყმა იყო, რომლის შემდეგაც ბურთი ხარიხას მოხვდა.
მეორე ნახევარში ლუი ვან გაალმა თამაშის გაძლიერება შეცვლებით სცადა, თუმცა ერნანდესმა, მატამ, სმოლინგმა და ვალენსიამ შანსების გამოყენება ვერ შეძლეს. "ნიუკასლი" მყარად, თითქმის მთლი გუნდით იდგა დაცვაში და მათი გოლკიპერი, ტიმ კრულიც შესანიშნავად მოქმედებდა.
"იუნაიტედმა" ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა მატჩის მიმდინარეობის მხრივ, თუმცა მათ ვერ მოახერხეს შანსების გამოყენება და 2 ქულაც დაკარგეს.
ნახევარდაცვათუკი გასულ სეზონში, "იუნაიტედის" ვარსკვლავურ შემტევთა სახელები ყველას შიშის ზარს სცემდა, მიმდინარე წელს ასეთ სიტუაციას "ეშმაკების" ნახევარდაცვაში ვხვდებით.
ჯერჯერობით ყველაზე გამორჩეული
მორგან შნეიდერლინია. ფრანგი ყველაზე ხშირად ხვდება მოვლენათა ეპიზენტრში. 177 გადაცემა 3 შეხვედრაში - გუნდში საუკეთესო მაჩვენებელია. ვარდნების, ართმევებისა და ჩაჭრების რაოდენობითაც მას ვერავინ უწევს კონკურენციას, თუმცა "ნიუკასლთან" მან 5 დუელი წააგო (ყველა მათგანი პირველ ტაიმში). ამასთან, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ სახიფათო მომენტი არცერთ მათგანს არ მოჰყოლია, რადგან მცველები მას კარგად აზღვევდნენ და თავად მორგანიც არ ეთიშებოდა ეპიზოდს.
რაც შეეხება დადებით მხარეს: გასულ შეხვედრაში ფრანგი ძალიან კარგად და ჭკვიანურად ერთვებოდა შეტევებში, მის გადაცემას კი ორი ძალიან სახიფათო მომენტი მოჰყვა- თავიდან მან კარგად ითამაშა ართმევაზე და რუნიზე პასით ძალიან კარგი შეტევა წამოიწყო, შემდეგ, მატჩის მიწურულს, კი ლუკ შოუსთან გაითამაშა კედელი ქუსლით, რასაც ინგლისელის დარტყმა მოჰყვა.
ბასტიან შვაინშტაიგერი წარმატებით მხოლოდ მატჩის სტარტზე მოქმედებდა. პირველი ტაიმის მიწურულს მის აქტიურობას ბოლო მოეღო, ხოლო შესვენების შემდეგ გერმანელის თამაშის ყურება საცოდაობა იყო. ჯერ მსოფლიო ჩემპიონი სასურველ კონდიციებში არ არის, მისი ფიზიკური ფორმა 60 წუთსაც ვერ უძლებს. აღვნიშნოთ ისიც, რომ მას ყველაზე მეტი წუნი ჰქონდა და მხოლოდ 81% სიზუსტით იძლეოდა გადაცემებს, თუმცა აქვე ისიც ვთქვათ, რომ მისი ყველა არაზუსტი პასი შეტევის გამწვავებისკენ იყო მიმართული.
ანდერ ერერა აგრძელებს შეხვედრების ყურებას სათადარიგოთა სკამიდან.
მაიკლ კერიკი იმდენად მაგარია, რომ ყოველი ზუსტი გადაცემით უფრო და უფრო უახლოვდება ოქროს ბურთს.
შეტევამემფის დეპაიმ "ბრიუგესთან" შეხვედრაში მსოფლიო კლასის ნამდვილი პერფორმანსი შემოგვთავაზა. "ნიუკასლთან" ის კვლავ აქტიური იყო, არ ერიდებოდა თამაშის თავის თავზე აღებას, შორიდან დარტყმას, მეტოქის მოტყუებას, თუმცა ხშირ შემთხვევებში არასწორ გადაწყვეტილებას იღებდა და თანაგუნდელთა მოძრაობებს აიგნორებდა.
უეინ რუნი კვლავ ცუდად გამოიყურება. ხსენებული ფრაზა იმას ნიშნავს, რომ კაპიტანმა თავისი დონის თამაში ვერც "ნიუკასლთან" აჩვენა.
ადნან იანუზაი არის ფეხბურთელი, რომელსაც მიმდინარე სეზონში ლუი ვან გაალი შანსს აძლევს. შეგვიძლია, ბელგიელი შევაქოთ მოძრაობისთვის, თავისუფალი ზონების შექმნისთვის, თუმცა ის ისევ ადვილად და მინიმალური კონტაქტის შემდეგ კარგავს ბურთს და თითქმის ყოველი შეტევის ბოლოს მოედანზე ეცემა.
ხუან მატა კვლავ ერთ-ერთი საუკეთესოა მოედანზე:
- 5 შექმნილი მომენტი
- 5 დარტყმა კარის მიმართულებით, რომელთაგან 2 შეიძლებოდა გოლით დასრულებულიყო.
დაცვადარმიანი, სმოლინგი, ბლინდი, შოუ - უკვე მეოთხე მატჩია, მეტოქე მათ მიერ დაცული კარის აღებას ვერ ახერხებს. იმის თქმა, რომ ამ მიღწევაში ლომის წვლილი რომეროს მიუძღვის, როგორც ეს გასულ სეზონში იყო დავიდ დე ხეას შემთხვევაში, არასწორი იქნება. არგენტინელ მეკარეს მოუწია თავისი საუკეთესო თვისებების გამოვლენა "ტოტენჰემთან" მატჩში, თუმცა სხვა დანარჩენ შემთხვევებში იგი თითქმის უსაქმოდ იყო.
დასკვნები და პროგნოზიყოველი მატჩის შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედის" პროგრესი იგრძნობა. აუცილებლად უნდა ველოდოთ:
- უკეთეს თამაშს უეინ რუნისგან
- უკეთეს და თანაგუნდელებთან შეთანხმებულ ასპარეზობას დეპაისგან
- ბასტიან შვაინშტაიგერის რეალურ ძალას
ადვილი სავარაუდოა, თუ რა ბედი ეწევა ადნან იანუზაის, თუკი ის გააგრძელებს პასიური და სუსტი თამაშის ჩვენებას, თუმცა მისი შეცვლა განსხვავებული გზებით შეიძლება:
- მის ადგილს დაიკავებს უეინ რუნი, ხოლო გამოკვეთილი ფორვარდი იქნება ჩიჩარიტო/ახალი თავდამსხმელი
- მის ადგილს დაიკავებს ხუან მატა, ხოლო მარჯვენა ფლანგზე მოგვევლინება ახალი ვინგერი/იანუზაი/ვალენსია
- ლუი ვან გაალი გადაწყვეტს 3 ცენტრალური ნახევარმცველით თამაშს და 10-იანის ფუნქციებს ანდერ ერერა შეითავსებს, როგორც ეს "ტოტენჰმეთან" და "ასტონ ვილასთან" შეხვედრებში იყო.