მას შემდეგ რაც, "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ნიუკასლს" შორის შეხვედრა უგოლო ფრით დასრულდა, უეინ რუნის მშრალი სერია პრემიერ ლიგაში 858 წუთამდე გაგრძელდა. "იუნაიტედისა" და ინგლისის ნაკრების კაპიტანმა ბოლოს 4 აპრილს აიღო მეტოქის კარი.
კითხვაზე, სჭირდება თუ არა გუნდს ახალი თავდამსხმელი, ვან გაალმა ასეთი კომენტარი გააკეთა: "არა, მე არ მჭირდება ახალი ფორვარდი, რადგან ყველა შეხვედრაში ჩვენ მეტოქეზე უკეთესები ვიყავით."
"იუნაიტედმა" გუშინდელ შეხვედრაში უამრავი მომენტი შექმნა, თუმცა მეტოქის კარის ბადის შერხევა ვერცერთხელ ვერ მოახერხა. "ეშმაკების" დარტყმულს ხან მცველები ეღობებოდნენ, ხანაც ტიმ კრული იყო მოწოდების სიმაღლეზე. რაც შეეხება უეინ რუნის გოლს, იგი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა.
ვან გაალი განაგრძობს:"საერთოდაც, რუნიმ მოახერხა გოლის გატანა, თუმცა არბიტრებმა ის არ ჩათვალეს. გადაწყვეტილება სადავოა, არ ვარ დარწმუნებული, რომ უეინი ნამდვილად იყო თამაშგარე მდგომარეობაში, თუმცა უკვე არაერთხელ მითქვამს, რომ ასეთი რამ ფეხბურთში ხშირად ხდება. არბიტრებს ახალი ტექნოლოგიები სჭირდებათ, რათა თავიდან აირიდონ შეცდომები ასეთი ეპიზოდებში."
ჰოლანდიელ დამრიგებელს ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზეც ჰკითხეს: მე არ ვისაუბრებ ამ თემაზე. თქვენ შეგიძლიათ, მკითხოთ იგივე რამ ნებისმიერ ფეხბურთელზე - რასაც აკეთებთ კიდეც პრეს-კონფერენციებზე, თუმცა ჩემი პასუხი ყოველთვის ამგვარი იქნება. მე უნდა დავიცვა კლუბისა და ჩემი ფეხბურთელების ინტერესები."
სტატიები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.