თბილისი:
მანჩესტერი:
23-08-2015, 14:22
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2488,
კომენტარები: 11
მატჩის შემდგომი ინტერვიუ
ლუი ვან გაალმა გუშინდელი მატჩზე კომენტარი გააკეთა.
მატჩის შემდგომი ინტერვიუ
ლუი ,როგორ დაახასიათებდით თქვენი გუნდის დღევანდელ თამაშს? შეიძლება,რომ მას ვუწოდოთ ვუწოდოთ?

მე თამაშის ხარისხით კვლავ კმაყოფილი ვარ, თუმცა იგივეს ვერ ვიტყვი შედეგზე. ჩვენ არ დაგვიმსახურებია მოგება, რა თქმა უნდა, შევქმენით ბევრი მომენტი, თუმცა არ გაგვიმართლა.

უდავოდ, გუნდმა ბევრი მომენტი შექმნა, ერნანდესის დარტყმა, სმოლინგის ძელი... ხომ არ თვლით, რომ გუნდს აკლია შემსრულებელი, რომელიც საჯარიმოში იმოქმედებს?

ყველაფერთან ერთად არ გაგვიმართლა. ჩიჩარიტომ შესანიშნავად იმოქმედა, როდესაც არეულობის შედეგად ბურთი "მოძებნა" და კარში დაარტყა. ფეხბურთში გამართლებაც აუცილებელია, მხოლოდ კარგი თამაშის ხარისხით და უამრავი მომენტით გამარჯვებას ვერ მიაღწევ. ვფიქრობ, შემსრულებელი ბოლო პასის მომენტში გვაკლდა, როდესაც გამჭოლ გადაცემასა ან ჩაწოდებას ვანხორციელებდით, ბევრი არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს მოთამაშეებმა. თუმცა ,როგორც გუნდმა, დღეს კარგად ვიასპარეზეთ და ბოლომდე ვიბრძოდით გამარჯვებისთვის, მე მსიამოვნებს, როცა ამას ვხედავ. თქვენ გესმოდათ ფანების სიმღერა, მე მომწონს ასეთი თამაშები, უბრალოდ შედეგი არ იყო სასურველი.

ბასტიან შვაინშტაიგერი. ეს ტაქტიკური შეცვლა იყო, მას რაიმე პრობლემა აქვს თუ ფორმაში არ არის?

მე მატჩამდე განვაცხადე, რომ ის 60 წუთს ითამაშებდა. გასულ შეხვედრებში მაიკლ კერიკმა ითამაშა 60 წუთი - ახლა კი პირიქით მოხდა. მე ორივე მათგანი უნდა ავათამაშო. გასულ სეზონში კერიკი ხშირად ტრავმიანობდა, ახლა კი ის ჯანმრთელია, რაც ძალიან კარგია გუნდისთვის.

კლუბს აკრიტიკებენ, რადგან ამ კვირაში არ აქტიურობს სატრასფერო ბაზარზე, როგორ ფიქრობთ, კრიტიკა გამართლებულია?

მე ასე არ ვფიქრობ. ამის თაობაზე კომენტარი უკვე გავაკეთე და გამეორებას არ ვაპირებ.

სიტუაცია დე ხეას გარშემო ისევ გაურკვეველია?

ამის შესახებ არაფრის თქმა არ შემიძლია. ეს პროცესია და არასდროს იცი რა მოხდება... გუნდის მენეჯერი ასეთ დროს კარგ მდგომარეობაში ნამდვილად არ არის- მე უნდა დავიცვა კლუბის, ფეხბურთელის, აგენტის, მთელი ორგანიზაციის ინტერესები, ამიტომაც არ შემიძლია არაფრის თქმა. ეს თქვენ, ჟურნალსტებს, შეგიძლიათ ყველაფრის თქმა და ამის გამო არავინ გაგაკრიტიკებთ, აი ამაშია სხვაობა.

მადლობა, ლუი.
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
23 აგვისტო 2015 14:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
შეიძლება თამაში კარგი იყო, მაგრამ მთავარი მაინც შედეგია. რავიცი მგონი საჭიროა კიდე ფეხბურთელების დამატება, მაგრამ ამის ლაპარაკიდან რას გაიგებ კაცი wink
0
№2
ავტორი: Best 7
23 აგვისტო 2015 15:03
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Mataa gaaiyvanee flangidaan
0
№3
ავტორი: გაბადაძე
23 აგვისტო 2015 16:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
რა თამაშით ხარ კმაყოფილი ბურთის გორებით?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№4
ავტორი: dachi_mu
23 აგვისტო 2015 17:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
გაბადაძე,
Tamashebs uyure brat..an interviu waikitxe marto sami momentii jurnalistma chamoutvala...:-)
0
№5
ავტორი: გაბადაძე
23 აგვისტო 2015 18:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
dachi_mu,
ვუყურე სხვათაშორის და რომელი იყო სერიოზული მომენტი აი სახიფათო რასაც ქვია ჩიჩარიტოს და სმოლინგის მომენტის გარდა მითხარი ერთი?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№6
ავტორი: GeorgeBest
23 აგვისტო 2015 19:14
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
წინა თამაშებს ბევრად ჯობდა, უფრო საზიზღრად ვითამაშეთ მაგრამ ამ თამაშს კარგს რატო ეძახით არ ვიცი. მომენტები რო უნდა ყოფილიყო ეს გასაკვირია? დაიჭირე და აგორავე მასინ ბურტი 20 გუნდთან აზრი?

გამტანი გვწირდება ვინმე, ან ვინგერი მაინც. მარჯვენა ფლანგი არის მკვდარი. მატა ვერ ასრულებს ამ ვინგერის მოვალეობას, პასების დარიგება რომ შეუძლია ხო არ ნიშნავს რომ მაგარია ფლანგზე. სხვაც არავინ გვყავს რომ დააყენოს და ეგაა უბედურება
0
№7
ავტორი: mamuka 4
23 აგვისტო 2015 22:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 44
Januzais da matas sheucvalos adhilebi da rooney momaragdeba uketwsi pasebit.
0
№8
ავტორი: Martial
23 აგვისტო 2015 23:04
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
ფლანგზე ჯობია ახალგაზრდა ათამაშოს. პედროს დამატება იქნებოდა კარგი მარა არ ინდომეს. ვინმე უეჭველი უნდა მოიყვანოს ))
0
№9
ავტორი: dachi_mu
24 აგვისტო 2015 02:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
გაბადაძე,
Magra giyurebia :-D ertxelac naxe aba iqneba matas momenti naxo ori..karikis dartyymac iqneba sadme :-) rooneys wesebis dacvit gatanili golic iqneb naxo sadme :-)
0
№10
ავტორი: AkkRed
24 აგვისტო 2015 09:42
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
აი ეხლა ახალგაზრდები უნდა შემოყაროს ბრიუგესთან რა და მარჯვენა ფლანგზე ლინგარდი ან პერეირა დააყენოს და იქნებ მერე მარჯვენა ფლანგსაც ეშველოს და მატასაც
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top