თბილისი:
მანჩესტერი:
21-08-2015, 18:49
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2690,
კომენტარები: 10
7 ნომრის ტრადიციის გაგრძელება
"მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრები დიდ იმედებს ამყარებენ ფეხბურთელზე, რომელიც ლეგენდარული 7 ნომრიანი მაისურის მფლობელია.
7 ნომრის ტრადიციის გაგრძელება
"ბრიუგესთან" შესანიშანავად ჩატარებული მატჩით მემფის დეპაიმ ყველა დაარწმუნა, რომ შეუძლია "იუნაიტედის" შეტევას ახალი იმპულსი შემატოს.

"მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრები დიდ იმედებს ამყარებენ ფეხბურთელზე, რომელიც ლეგენდარული 7 ნომრიანი მაისურის მფლობელია.

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი- ისინი ელოდებიან სანახაობირვ და ლაღ თამაშს; მეორე, სტაბილურობასა და მუდმივობას; და ბოლოს, გუნდის სხვა ფეხბურთელებისგან გამორჩეულობას.

ბრაიან რობსონი იყო მებრძოლი ცენტრალური ნახევარმცველი, რომელიც მზად იყო, ნებისმიერი ბურთისთვის ებრძოლა. ერიკ კანტონა - ქარიზმატული და საოცრად ნიჭიერი ფორვარდი; დევიდ ბექჰემი - ტექნიკური ფეხბურთელი და სტანდარტულების მასტერი; კრიშტიანუ რონალდუ კი მსოფლიო საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. დიდი მოლოდინი იყო ანხელ დი მარიაზეც, თუმცა მისი ცხოვრება ინგლისში არ აეწყო, გაუთავებელი ტრავმებისა და ჩაგდებული თამაშების შემდეგ მან გუნდის დატოვება გადაწყვიტა.

ახლა მემფის დეპაის გამოცდის ჯერია.

7 ნომრის ტრადიციის გაგრძელება


"ჩემპიონთა ლიგის" საკვალიფიკაციო მატჩში ორი გატანილი გოლისა და ერთი ასისტის შემდეგ ყველამ დაივიწყა პრემიერ ლიგის პირველ ორ თამაშში მისი არცთუ ისე წარმატებული გამოსვლა. რა თქმა უნდა, მოწინააღმდეგე არ ყოფილა ძალიან ძლიერი და საკუთარი შესაძლებლობების დასამტკიცებლად მემფისს ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი. თუმცა, თუ ვლაპარაკობთ გუნდში რაიმე ახალის შემოტანაზე, პირველი ნაბიჯი უკვე გადაგმულია.

დეპაიმ მატჩი მარცხენა ფლანგზე ჩაატარა და რეგულარულად ახერხებდა ბელგიელთა დაცვის ეფექტურად გარღვევას. მან ორი ფანტასტიური გოლი გაიტანა და რამდენჯერმე შეეძლო ეს რაოდენობა კიდევ გაეზარდა. საერთო ჯამში, მან 9 დარტყმა განახორციელა კარის მიმართულებით, რაც პრაქტიკულად მთლიანი გუნდის მაჩვენებლის ნახევარია.

7 ნომრის ტრადიციის გაგრძელება


დეპაი გამოირჩევა საკუთარი თავდაჯერებულობით და სურს, რაც შეიძლება ხშირად იყოს ჩართული მატჩში. მას მცირედითაც არ აშინებს "ოლდ ტრაფორდის" სირთულეები. "პსვ"-ს შემადგენლობაში მარცხენა შემტევის პოზიცაიზე თამაშით, მემფისმა 30 მატჩში 22 გოლის გატანა მოახერხა. ამ მატჩის შემდეგ კი გამოჩნდა, რომ მას სადებიუტო სეზონშივე შეუძლია, "იუნაიტედის" წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანოს.

პრემიერ ლიგის პირველ ორ თამაშში ჰოლამდიელმა 10 დარტყმა განახორციელა მეტოქის კარში (დაბლოკილი დარტყმების ჩათვლით). იგივე რეზულტატი აქვს "არსენალის" ალექსის სანჩესს, მასზე კარგი შედეგი კი, მხოლოდ "ლივერპულელ" კოუტინიოს აქვს.

7 ნომრის ტრადიციის გაგრძელება


მემფისი სწორედ იმ ტიპის მოთამაშეა, რომელიც "იუნაიტედს" სჭირდებოდა. ჰოლანდეილმა ამ სეზონში უკვე 6-ჯერ სცადა კარის დალაშქვა საჯარიმოს გარედან. შესადარებლად, ამ მხრივ საუკეთესო მაჩვენებლი გასულ სეზონში ეშლი იანგს ჰქონდა, მარცხენა ვინგერის პოზიციაზე მოთამაშე ინგლისელმა 13 დარტყმა განახორციელა საჯარიმოს გარედან. ბურთით მყოფ დეპაის არ ეშინია მოულოდნელი გადაწყვეტილებების მიღება, ის სავსეა ამბიციებით - სწორედ ასეთი ფეხბურთელები ქმნიან "იუნაიტედის" ტრადიციას.

პრემიერ ლიგის 26 მატჩში იანგმა 29 დარტყმა განახორციელა მეტოქის კარის მიმართულებით. "იუნაიტედის" მაისურით ჩატარებულ 3 შეხვედრაში კი დეპაი უკვე 19-ჯერ გამოირჩა ამ კომპონენტში. გარდა ამისა, მემფისს საუკეთესო მაჩვენებელი აქვს ზუსტად განხორციელებული დარტყმების მხრივ. "იუნაიტედმა" ამ სეზონში 10-ჯერ მოახერხა ბურთის კარის ჩარჩოში მოხვედრება, აქედან 6 ჰოლანდიელის ანგარიშზეა.

7 ნომრის ტრადიციის გაგრძელება

2015/16 სეზონში "იუნაიტედის" ფეხბურთელების დარტყმები კარის მიმართულებით (ზუსტი)


იმის გათვალისწინებით, რომ მემფისი დიდ აქცენტს აკეთებს დარტყმებზე, საგოლე გადაცემები მისთვის იშვიათობაა. გასულ სეზონში მის ანგარიშზე მხოლოდ 5 ასისტი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მან პირველი შედეგიანი გადაცემა "წითლების" მაისურით შესანიშნავად შეასრულა, მას ბევრი მუშაობა მოუწევს ამ კომპონენტის გამოსასწორებლად. ამაში კი მნიშვნელოვან დახმარებას უეინ რუნისთან ერთად თამაშის გამოცდილება გაუწევს.

ის მხოლოდ 21 წლისაა და მან უკვე ყველას დაანახა, რომ მომავალში "წითელი ეშმაკებისთვის" უმნიშვნელოვანესი ფიგურა იქნება. განსაკუთრებული მიდგომით და გამორჩეული ტალანტით, მას თავისუფლად შეუძლია წარმატებული 7 ნომერი გახდეს.

წყარო: carrick.ru
სტატიები
10 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
21 აგვისტო 2015 19:02
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ყველაფერი აქვს ამ კაცს რაც გუნდს აკლდა. ისეთი ვინმე სჭირდებატ ვინც თავის თავზე აიღებს თამაშს, თუნდაც ეცდება 1-2 კაცის მოტყუებას და თამაშის გამწვავებას. როცა არაფერი გამოსდიოდათ უბრალოდ უკან აბრუნებდნენ ბურთს და საერთო ჯამში მაგარი სავარკა იდებოდა. ყოველთვის საჭიროა გუნდსი მემფიფისნაირი ფეხბურთელები

ბრიუგესთან თამაში შეიძლება არაფერს ნიშნავს, დაბალი დონის გუნდთან ესეც უნდა ყოფილიყო და კიდევ უფრო მეტიც მაგრამ იმედია ეს თავდაჯრებულობას შემატებს და პრემიერ ლიგაშიც გააგრძელებს ესე. არ ვთვლი რომ 2 თამაში დიდად წარუმატებელი იყო, მითუმეტეს რომ პირველ თამაშში სხვა პოზიციაზე იდგა
0
№2
ავტორი: Mufc7
21 აგვისტო 2015 19:13
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ღირსეული მემკვიდრე იქნება ამ ლეგენდარული 7 ნომრის. დი მარიას უღირსი საქციელის მერე, მიხვდებიან, რომ ასე ადვილად არ უნდა ჩააბარონ ეს ნომერი ნებისმიერს. და ვალენსია არც კი ახსენეს recourse wink მაგრამ მისი საქციელი დღემდე პატივისცემას იმსახურებს love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№3
ავტორი: Martial
21 აგვისტო 2015 19:18
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
ამ სეზონში მჯერა რო ბევრს დაამტკიცებს მემფისი და ბევრი რამ იქნება მასზე დამოკიდებული. შეეჩვევა პრემიერ ლიგასაც და ერთ-ერთ უძლიერეს ფეხბურთელად ჩამოყალიბდება. ამჯერად ეჭვი არავის ეპარება ალბათ რო 7 ნომრის ამისთვის მიცემა შეცდომა იყო
0
№4
ავტორი: kantona-7
21 აგვისტო 2015 19:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
ყველაფერი აქვს რომ 7 ნომერი ღირსეულად ატაროს მანიუში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№5
ავტორი: Jorbe-Jorbe
21 აგვისტო 2015 22:42
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
დარჩი სამუდამოდ იუნაიტედში manunited
0
№6
ავტორი: Best 7
21 აგვისტო 2015 23:18
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
დიდ იმედებს ვამყარებთ ყველა დეპაიზე დ უნდა გაამართლოს აუცილებლად! manunited
0
№7
ავტორი: AkkRed
21 აგვისტო 2015 23:57
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
3 წელი რეალის ახალი 7 ნომერი იქნები ♥♥♥
0
№8
ავტორი: Mufc7
22 აგვისტო 2015 00:08
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
AkkRed,
რა სულ ითარსები შენ wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№9
ავტორი: VaRdo
22 აგვისტო 2015 03:55
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ვნახოთ ვნახოთ დი მარიასაც არანაკლებ მაგარი დასაწყისი ჰქონდა. მაგრამ მაინც დეპაი უფრო მოერგება პრემიერ ლიგას
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№10
ავტორი: ვახო ( G G M U)
22 აგვისტო 2015 10:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ღირსეული შვიდიანი იქნება დარწმუნებული ვარ, თუმცა პირველ სეზონში მაინცდამაინც სასწაულების კეთებას ვერ მოვთხოვთ განსაკუთრებით პრემიერ ლიგაში, მაგრამ არც ის გამიკვირდება რომ ადაპტაცია იმაზე ადრე გაიარაოს დეპაიმ ვიდრე ამას ჩვენ ვარაუდობთ. მთავარი ისაა, რომ ამ ფეხბურთელში უდიდესი პოტენციალია.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top