25 წლის მორგან შნეიდერლინი ერთ-ერთია იმ ახალწვეულთაგან, რომელიც ''იუნაიტედს'' მიმდინარე ზაფხულს შემოუერთდა. მისი სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონ ფუნტს შეადგენს.
შნეიდერლინის გული დაკავრებულია. მისი რჩეული 21 წლის კამილ სოლდია. მაშინ, როცა 25 წლის ფეხბურთელის შემოსავალი ''იუნაიტედში'' კვირაში 100 000 ფუნტს შეადგენს, მისი მეორე ნახევარი , 21 წლის კამილ სოლდი ბედნიერია თავისი გადაწყვეტილებით- ის ადიდასის მაღაზიაში დამხმარედ მუშაობს.
წყვილი ამჟამად სელფორდის მიმდებარედ სასტუმროში ცხოვრობს. შნეიდერლინი რეგულარულად შეინიშნება თავის შეყვარებულთან ერთად სამუშაოს შემდეგ, თავის დროებით საცხოვრებელში დაბრუნებამდე.
განსხვავებით ''იუნაიტედის'' ფეხბურთელისგან, კამილი ადიდასის მაღაზიაში, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს, საათში 10 ფუნტს გამოიმუშავებს. იგი 28 ნომრიან მაისურს ატარებს და ზურგს მისი სახელი უმშვენებს.
გულშემატკივარი, რომელმაც კამილი მაღაზიაში დაინახა, განაცხადა: ''როცა მე იგი დავინახე, გავიფიქრე, მე მეცნობა ის საიდანღაც.''
''შემდეგ დავინახე შნეიდერლინის ნომერი მის მაისურზე და მივხვდი, რომ იგი მორგანის მეგობარი გოგონა იყო.''
''შესანიშნავია, რომ ის მუშაობს, განსხვავებით სხვა ცნობილი ფეხბურთელების მეუღლეებისა თუ შეყვარებულების უმეტესი ნაწილისგან. საოცარია, იფიქრო, რომ ის 6 წლის განმავლობაში უფრო ნაკლებს გამოიმუშავებს, ვიდრე თავისი მეორე ნახევარი ყოველ კვირეული შემოსავლით.''