როგორც გამოცემა "The Independet" იტყობინება, "მანჩესტერ იუნატედს" ბასტიან შვაინშტაიგერის ტრანსფერი მხოლოდ 6,3 მილიონი ფუნტი დაუჯდა.
კლუბის ოფიციალურმა საიტმა გერმანელის ტრანსფერი 13 ივლისს დაადასტურა, მაგრამ ზუსტი თანხა არ დასახელებულა. ბრიტანული და გერმანული პრესის ცნობით კი "მანჩესტერ იუნაიტედმა" ფეხბურთელის სანაცვლოდ 15 მილიონი ფუნტი გადაიხადა.
თუმცა, ბოლოდროინდელი ცნობით, ტრანსფერის ღირებულება ძველ დასახელებულ თანხაზე 2,5-ჯერ ნაკლები დაჯდა.
ამ მომენტში შვაინშტაიგერი ოპტიმალური ფორმის აკრეფაზე მუშაობს, მაგრამ მან მაინც მოახერხა "იუნაიტედის" სამივე ოფიციალურ შეხვედრაში მონაწილეობის მიღება.