თბილისი:
მანჩესტერი:
21-08-2015, 12:14
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2154,
კომენტარები: 7
ფორლანი: "ჩელსის" არასდროს არ ავირჩევდი"
დიეგო ფორლანმა კომენტარი გააკეთა "ბარსელონას" შემტევის, პედრო როდრიგესის "ჩელსიში" ტრანსფერზე.
ფორლანი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფორვარდმა, დიეგო ფორლანმა კომენტარი გააკეთა "ბარსელონას" შემტევის, პედრო როდრიგესის "ჩელსიში" ტრანსფერზე. პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ესპანელისთვის გადამწყვეტი ფაქტორი ქალაქ ლონდონში ცხოვრება აღმოჩნდა.

"როგორც ფეხბურთელი, კარგად ვიცი, რომელს ავირჩევდი, თუ "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ჩელსი" შეეცდებოდნენ ჩემს ყიდვას." - წერს ფორლანი საკუთარ საგაზეთო გრაფაში. "პირველი - მსოფლიოს სამ უდიდეს კლუბს შორისაა, ხოლო მეორე მხოლოდ მდიდარი მფლობელის ხელში განვითარდა."

"ყოველთვის მახსენდება ჩვენი კაპიტნის, როი კინის გამოსვლა "სპურსთან" მატჩამდე. მან გვითხრა: "ტოტენჰემი" ფიქრობს, რომ დიდი გუნდია და მათი ლონდონური წარმოშობა რაიმეს ნიშნავს. თუმცა ეს ასე არ არის, ისინი "მანჩესტერ იუნაიტედთან" ახლოსაც ვერ დადგებიან."

"იგივე შეიძლება ითქვას "ჩელსიზე". როდესაც მე ინგლისში მოვედი ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მათ ტიტულის მოსაპოვებლად თეორიული შანსი მაინც ჰქონდათ. ისინი ფულმა შეცვალა."

"მე ყოველთვის საიმოვნებით ვსტუმრობ მანჩესტერს - ქალაქს, რომელიც ერთ დროს ჩემი სახლი იყო. ცხოვრებაში არასდროს მინანია აქ გადმოსვლა. ვიმედოვნებ, რომ არც პედრო არ ინანებს თავის გადაწყვეტილებას."


წყარო: ManUtd.ru
სიახლეები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Mufc7
21 აგვისტო 2015 12:16
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
"პირველი - მსოფლიოს სამ უდიდეს კლუბს შორისაა, ხოლო მეორე მხოლოდ მდიდარი მფლობელის ხელში განვითარდა."

love
და როცა არსებობს ''იუნაიტედი'', ''სიტიში'' რატო უნდა გადახვიდე საერთოდ recourse
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№2
ავტორი: Best 7
21 აგვისტო 2015 12:26
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ჯიგარი კაცია ფორლანი რაა
0
№3
ავტორი: GeorgeBest
21 აგვისტო 2015 12:26
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მაგრად ტეხავს ამის კარიერა რო არ აეწყო აქ მაგრამ ყველაფრის მიუხედავად თუ გაჰქონდა საჭირო დროს და მაგარი გოლები, ასე რომ მაინც დაამახსოვრა თავი ყველას winked
0
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
21 აგვისტო 2015 13:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ხოო ნუ გასაგებია რასაც ფორლანი იძახის, მაგრამ ეს ის შემთხევავა როცა მიხარია რომ პედრომ ჩელსი აირჩია და არა იუნაიტედი. რა ვქნა არ მევასება პედროს სტილი რაა, ისე კი ფორლანმა კრისტალი იბაზრა winked
0
№5
ავტორი: AkkRed
21 აგვისტო 2015 14:33
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
იშვიათია ჩვენთან სამხრეთ ამერიკელის გაბრწყინება, მაგრამ ვინც კი გყვავდა თითქმის ყველას უყვარდა მანჩესტერი ზოგიერთის გამოკლებით.
0
№6
ავტორი: Martial
21 აგვისტო 2015 19:10
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
პედრომ აირჩია ჩელსი თუ ვან გაალმა არ შეიძინა? სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება და ზუსტად ვერც გავიგეთ რა როგორ მოხდა. რაც არ უნდა იყოს სამწუხაროა რომ არ განხორციელდა ტრანსფერი. საჭირო ფეხბურთელი დაიკარგა
0
№7
ავტორი: temo-scholes
23 აგვისტო 2015 09:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1664
Ai saagol diego ra...!:) magari kaci xar! Da shen unda mogbadzos bevrma romeltac ar esmit tu ra aris iunaitedi...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top