"საუთჰემპტონის" მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა განაცხადა, რომ სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე კლუბს არცერთი ფეხბურთელი არ დატოვებს.
"მარტივი სიტუაცია არ არის და შევეცდებით, ამას კარგად გავუმკლავდეთ. მე არ მომწონს ბოლო დროს გავრცელებული ჭორები მანესთან დაკავშირებით, ასეთი რამ ფეხბურთელებზე გავლენას ახდენს და ისინი კონცენტრაციას კარგავენ."- გადმოგვცემს რონალდ კუმანის სიტყვებს "DailyMail.co.uk"
"ოფიციალურად არცერთი გუნდისგან არ მიგვიღია წინადადება. ჩვენ საქმე გვაქვს მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, "იუნაიტედთან" არანაირი კონტაქტი არ გვქონია."