"იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი და საფეხბურთო ექსპერტი, გარი ნევილი თვლის, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დარჩენილი დღეები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება "მანჩესტერ იუნაიტედისთვის".
"სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დარჩენილი ორი კვირა "იუნაიტედზე" დიდ გავლენას იქონიებს შემადგელობის გაძლიერების მხრივ. მათ სამ პოზიციაზე სჭირდებათ ფეხბურთელების დამატება - ცენტრალური თავდამსხმელი, ცენტრალური მცველი და მეკარე, თუ დე ხეა კლუბს დატოვებს" - ციტირებს ნევილის სიტყვებს "SkySports".
"ბოლო რამდენიმე წელი "წითლებისთვის" მთავარი საზრუნავი ცენტრალური ნახევარდაცვის გაძლიერება იყო, თუმცა ამ ზაფხულს ეს პრობლემა მთლიანად აღმოფხვრეს. ამჯერად სუსტად გამოიყურება თავდასხმის ხაზი, სადაც მხოლოდ უეინ რუნი და ხავიერ ერნანდესი არიან. ასევე, თუ სეზონის განმავლობაში მცველები ტრავმებს მიიღებენ, გუნდს კიდევ ერთ პოზიციაზე დაემატება პრობლემები."
"ყველა დარწუმებული იყო, რომ "იუნაიტედი" წელს სერხიო რამოსს ან ნიკოლას ოტამენდის გაიფორმებდა. სწორედ ასეთი ფეხბურთელები სჭირდება ახლა გუნდს. არა მგონია, რომ ვინმე ელოდებოდა დეილი ბლინდის ხილვას ცენტრალური მცველის როლში. ეს მხოლოდ დროებითია და არა პრობლემის გრძელვადიანი გადაწყვეტა."