პრემიერ ლიგის ყოფილმა ვარსკვლავი არიენ რობენი ეროვნული ნაკრების თანაგუნდელ მემფის დეპაის დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს. 21 წლის ჰოლანდიელი ვინგერი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე "იუნაიტედს" 25 მილიონ ფუნტად შეუერთდა. გასულ მატჩში "ბრიუგესთან" მან დუბლი შეასრულა და ერთი საგოლე გადაცემაც გააკეთა. რობენი თვლის, რომ მემფისი საკუთარ პოტენციალს გამოავლენს და დროთა განმავლობაში განავითარებს.
"მანჩესტერ იუნაიტედში" მას შეუძლია, მსოფლიოს ტოპ საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს. ის უკვე საკმაოდ მაღალ დონეზე თამაშობს, მაგრამ ერთ-ერთ უდიდეს კლუბში თამაში მის შესაძლებლობებს კიდევ უფრო გაზრდის. "იუნაიტედს" ტიტულის დაბრუნება უნდა და დარწმუნებული ვარ, ამ მიზნის მიღწევაში მემფისი დიდ როლს შეასრულებს.
ვიცი, რომ "იუნაიტედთან" ერთად მემფისით "ლივერპულიც" იყო დაინტერესებული, მაგრამ მისთვის გადაწყვეტილების მიღება რთული არ ყოფილა. ლუი ვან გაალი ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია და ეს მისთვის დიდი პლიუსია. გარდა ამისა, "მანჩესტერელებთან" ერთად მას ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის შესაძლებლობა აქვს.
ვან გაალთან ერთად მემფისს შეუძლია, სრულყოფილი ფეხბურთელი გახდეს. ეს მარტივი არ იქნება, მაგრამ მას ბევრი ისეთი თანაგუნდელი ჰყავს, რომელიც კლუბში საკუთარი თავის დამკვიდრებაში დაეხმარება. ახალი შენაძენების დახმარებით, ვფიქრობ, ლუის შეუძლია, "იუნაიტედთან" ერთად პრემიერ ლიგა მოიგოს." - დაასრულა რობენმა.
მემფისი მომდევნო მატჩს "ოლდ ტრაფორდზე" "ნიუკასლის" წინააღმდეგ გამართავს. რობენთან ერთად კი მომდევნო სანაკრებო შეხვედრა 3 სექტემბერს, ისლანდიის ნაკრების წინააღმდეგ ელოდება.