როგორც ჩანს, ედ ვუდვორდის ვიზიტი ბარსელონაში უშედეგო აღმოჩნდა. "იუნაიტედს" პედროსთან კონტრაქტი შეთანხმებული ჰქონდა, მაგრამ "წითლებმა" კატალონიურ კლუბთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და ტრანსფერი ჩაიშალა. პედრომ "სიტის" ინტერესს არც უპასუხა და არჩევანი "იუნაიტედზე" შეაჩერა, თუმცა ვან გაალი ესპანელი ფეხბურთელის შეძენით დაინტერესებული აღარ არის.
ახლა კი, როგორც Sky Sports-ი ირწმუნება, "ჩელსიმ" არ დააყოვნა და უმოკლეს დროში შეძლო მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება როგორც ფეხბურთელთან, ისე კლუბთან. პედრო ჟოზე მოურინიოს გუნდს 21.1 მილიონ ფუნტად შეუერთდება. ის უკვე ლონდონშია და სამედიცინო შემოწმებას ხუთშაბათს გაივლის.
პრემიერ ლიგის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 11 დღე რჩება. ჯერჯერობით უცნობია, პედროს ნაცვლად რომელი თავდამსხმელით დაინტერესდება ლუი ვან გაალი.