გთავაზობთ გასული მატჩის სრულ ჩანაწერს.
"მანჩესტერ იუნაიტედი" ფლეი-ოფის დასკვნით რაუნდში ბელგიურ "ბრიუგეს" დაუპირისპირდა და 3-1 დაამრცხა მეტოქე. მატჩი მასპინძლებისთვის ცუდად დაიწყო, მე-8 წუთზე კერიკის ავტოგოლის წყალობით ბელგიელები დაწინაურდნენ, თუმცა ზუსტად 5 წუთში მემფის დეპაიმ წონასწორობა აღადგინა. ტაიმის მიწურულს "იუნაიტედის" ახალმა შვიდიანმა ულამაზესი გოლით წინ გაიყვანა საკუთარი გუნდი. პირველ ტაიმში "იუნაიტედმა" იმარჯვა.
მეორე ტაიმის მე-80 წუთზე მიჩელემ ჩიჩარიტოსთან უხეშობის გამო მეორე ყვითელი მიიღო და ბელგიელები 10 კაცით დარჩნენ. საბოლოო წერტილი შეცვლაზე შემოსულმა მარუან ფელაინიმ დასვა, რომელმაც თავური დარტყმით მოახერხა მეტოქის კარის აღება.
მანჩესტერ იუნაიტედი – ბრიუგე 3:1სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი"
გოლები: 0:1 კერიკი (8, ა.გ), 1:1 დეპაი (13), 2:1 დეპაი (43), 3:1 ფელაინი (90)
გაფრთხილება: დარმიანი (50), სმოლინგი (81) - მბომბო (25), მეჩელე (73, 79), ვორმერი (90)
გაძევება: მეჩელე (79)
მსაჯი: დენის აიტეკინი (გერმანია)
შემადგენლობები:მანჩესტერ იუნაიტედი: რომერო; დარმიანი, სმოლინგი, ბლინდი, შოუ, კერიკი (შვაინშტაიგერი 46), შნეიდერლინი, მატა, იანუზაი (ჩიჩარიტო 72), დეპაი, რუნი (ფელაინი 84)
ბრიუგე: ბრუზესე; კულსი, დუარტე, მეჩელე, დე ბოკი, სიმონსი (კლაუდემირი 40), მბომბო, დერკსი, ვასკესი (ვანაკენი 78), ვორმერი, დიაბი (ულარე 56)
პირველი ტაიმი
მეორე ტაიმი