"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, რონ ატკინსონმა განაცხადა, რომ მასზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა მემფის დეპაის თამაშმა "ბრიუგეს" წინააღმდეგ.
"მე მახსოვს კრიშტიანუ რონალდუ, როდესაც ის სულ ახალი გადასული იყო "ოლდ ტრაფორდზე". ვფიქრობ, მემფისის თამაშში შეიძლება გაარჩიო მსგავსი თვისებები. ორი გოლი და ერთი საგოლე პასი - ეს შესანიშნავი მაჩვენებლებია",-ციტირებს რონ ატკინსონის სიტყვებს manutd.com-ი.
"მე დარწმუნებული ვარ, რომ ის გახდება ნამდვილ კერპი "ოლდ ტრაფორდისთვის". მემფისმა გუშინდელ მატჩში ძალიან დიდი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე".