"ბრიუგეს" მთავარმა მწვრთნელმა მიშელ პრიუდომმა განაცხადა, რომ მან არ იცის, რის ხარჯზე შეძლებს მისი გუნდი "მანჩესტერ იუნაიტედის" დამარცხებას.
"რა თქმა უნდა, თეორიული შანსები ჩვენ გვაქვს, რომ მივაღწიოთ წარმატებას საპასუხო შეხვედრაში ბელგიაში, მაგრამ ეს ურთულესი დავალება იქნება. ვცდილობდით გვეჩვენებინა ჩვენი საუკეთესო ფეხბურთი, ეს საკმარისი არ ყოფილა",-აციტირებს მიშელ პრიუდომის სიტყვებს goal.com-ი.
"საპასუხო შეხვედრას გამოტოვებს ჩვენი გუნდის კაპიტანი და მცველი, რომლებიც გააძევეს გუშინდელ მატჩში. თუ გინდათ, რომ ვთქვა სიმართლე, მე არ ვიცი, რის ხარჯზე შევძლებთ ჩვენ "იუნაიტედის" დამარცხებას".