ლუკ შოუმ განაცხადა, რომ ის და თავისი გუნდი კმაყოფილები დარჩნენ თავისი თამაშით პირველ მატჩში "ბრიუგეს" წინააღმდეგ.
"ჩვენ ვიცოდით, რომ აუცილებელი იყო გაგვეტანა მესამე გოლი, იმისთვის რომ უფრო კომფორტულ მდგომარეობაში ვყოფილიყავით საპასუხო მატჩისთვის. მთლიანად, კმაყოფილები ვართ, როგორც ვითამაშეთ "ბრიუგეს" წინააღმდეგ. მარუან ფელაინის გოლი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის და ახლა მოუთმენლად ველით საპასუხო მატჩს ბელგიაში",-ციტირებს ლუკ შოუს სიტყვებს manutd.com-ი.
"ეს ჩემი პირველი თამაში იყო ჩემპიონთა ლიგაზე და მე აღმავსებს ემოციები! ყოველთვის მომწონდა ამ ტურნირის ჰიმნი და დღეს მე ის მოედანზე მოვისმინე. ყოველთვის ყურადღებით ვადევნებ ჩემპიონთა ლიგას ტელევიზორიდან, დღეს კი ამ ტურნირის ნაწილი გავხდი. ფანტასტიურია!"
"რა თქმა უნდა, მოხარული დავრჩი მემფის დეპაიზე. ის ყოველთვის ბოლომდე იხარჯება ვარჯიშებზე და მართლაც ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ ბოლოს და ბოლოს გაეტანა თავისი პირველი გოლი "იუნაიტედისთვის". ერთ ფლანგზე ჩვენ უკვე რამდენიმე მატჩი ჩავატარეთ და მე უკეთესად დავიწყე ამ პოზიციის გაგება".