გუშინ ''იუნაიტედმა'' ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი ''ოლდ ტრაფორდზე'' ჩაატარა ''ბრიუგეს'' წინააღმდეგ და სანახაობრივ შეხვედრაში გამარჯვებაც მოიპოვა. მატჩის მთავარი გმირი, უდავოდ, მემფის დეპაი იყო. მის ანგარიშზე 2 გოლი, 1 საგოლე პასი და 9 დარტყმა გახლავთ.
მატჩის შემდგომ დეპაიმ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მისი სიხარული გოლების გატანისა, დაარღვია იმ ვერგამოყენებულმა შანსმა, რომელიც მას ჰქონდა, რამაც ხელი შეუშალა ჰეტ-რიკის შესრულებაში.
''მე დავასრულე წინა სეზონი ბევრი გოლებით'' - განაცხადა მემფისმა BT Sport-სთან ინტერვიუში.
''მაგრამ მოხვიდე ისეთ დიდ კლუბში, როგორიც ''მანჩესტერ იუნაიტედია'' , შენ უნდა დაიწყო ყველაფერი ახლიდან - გაიტანო გოლები და აკეთო შენი საქმე უკვე ახალი კლუბის მაისურით. შესანიშნავი გრძნობაა, გახვიდე ''ოლდ ტრაფორდზე'' და გაიტანო 2 გოლი.''
''მე, რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ, რომ შევძელი გოლების გატანა და ჩვენმა გუნდმა მოახერხა მოგება, მაგრამ სამწუხაროა, რომ ვერ გამოვიყენე კიდევ ერთი შანსი. ჩვენ ახლა უკვე ბრიუგეში უნდა წავიდეთ და იქ დავასრულოთ ჩვენი საქმე.''
''მე ცოტათი უკმაყოფილო ვარ, რომ ვერ შევძელი ჰეტ-რიკის შესრულება, და ხვალ ყოველივე ამას დავივიწყებ, მაგრამ დღეს საღამოს ძნელი იქნება ამ ფიქრებისგან თავის დაღწევა.''