თბილისი:
მანჩესტერი:
18-08-2015, 15:18
ავტორი: Mufc7,
ნანახია: 2692,
კომენტარები: 6
შეხვედრა ვან პერსისთან - ასრულებული ოცნება
ვან პერსი პატარა გულშემატკივარს შეხვდა.
შეხვედრა ვან პერსისთან - ასრულებული ოცნება
ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, სადაც "იუნაიტედის" პატარა გულშემატკივარი რობინ ვან პერსის გუნდიდან წასვლას განიცდის. ოთხი წლის ლუი დაიმონდს მშობლებმა ამ ამბის შესახებ ძილის წინ უთხრეს და მისი რეაქცია ვიდეოში დააფიქსირეს.

სამი შვილის მამა, სემ დაიმონდი ამბობს: "გადავწყვიტეთ მისთვის ამის შესახებ ძილის წინ გვეთქვა. მძიმე დღე ჰქონდა, ძალიან დაღლილი იყო, თუმცა ცრემლები მაინც ვერ შეიკავა. არ შეგვეძლო ეს მომენტი არ გადაგვეღო. მე და ჩემი ცოლი მოუთმენლად ველოდებით იმ დღის დადგომას, როცა 10 წელიწადში მას ამ ვიდეოს ვაჩვენებთ."

სემი ბავშვობიდან "იუნაიტედის" გულშემატკივარია, ის პრესტვიჩში ცხოვრობს, მაგრამ მანჩესტერშია გაზრდილი. სემს სამი შვილი ჰყავს: ოთხი წლის ლუი, სამი წლის ჩარლი და 10 თვის სონი, რომლებიც ასევე "წითლების" ფანებად იზრდებიან.



რონინ ვან პერსი თურქეთის პირველი ტურის საშინაო მატჩის დამთავრების შემდეგ ,,მანჩესტერ იუნაიტეტის“ პატარა გულშემატკივარს შეხვდა, რომელმაც მისი გუნდიდან წასვლა განიცადა. ვიდეოს, სადაც პატარა ლუი დაიმონდი ტირის, ვან პერსის ''იუნაიტედიდან'' წასვლის გამო , ინტერნეტში დიდი რაოდენობით ნახვა აქვს. ,,ფენერბახჩეს“ პრეზიდენტმა აზიზ ილდირიმმა მოიწვია პატარა გულშემატკივარი და მისი ოჯახი ტურის პირველ საშინაო მატჩზე, მისი დამთავრების შემდეგ კი გულშემატკივარი ვან პერსის შეახვედრა.



სურათები
6 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
18 აგვისტო 2015 15:19
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რა მაგარი კაცია wink კარგია რომ ყურადღება მიაქციეს, შეიძლება ეხლა ვერ ხვდება კარგად მაგრამ ეს მომენტი დარწმუნებული ვარ არასდროს დაავიწყდება
0
№2
ავტორი: Mufc7
18 აგვისტო 2015 15:49
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ასეთი რაღაცები რა დასაფასებელია, რამხელა ბედნიერებაა love სულ თვალწინ მიდგას ის ვიდეო feel რა საყვარელი ბავშვია wink feel
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№3
ავტორი: Silver
18 აგვისტო 2015 15:50
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 151
პერსი love
0
№4
ავტორი: AkkRed
18 აგვისტო 2015 15:57
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მე რომ ვიტირო მეც წამიყვანენ პოლთან?
0
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
18 აგვისტო 2015 16:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
AkkRed,
შენ იმხელა ხარ კი არ წაგიყვანენ პირიქით შეეშინდებათ შენი wink

ისე ეს ბავშვი კაის მაგრად გავს winked
0
№6
ავტორი: Memphis_Depay
19 აგვისტო 2015 10:46
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
ეხლა რო ძველი პერსი გვყავდეს მოხოდილი. დანგრევა შეტევა გვეყოლებოდა. recourse
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top