Sky Sports-ის ცნობით, პედრომ "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტის პირობები შეათანხმა და ის ინგლისურ კლუბს კვირის ბოლომდე შეუერთდება. 28 წლის ესპანელით "მანჩესტერ სიტიც" ინტერესდებოდა, თუმცა ფეხბურთელმა "ოლდ ტრაფორდზე" თამაში აირჩია. პედრო კლუბებს შორის შეთანხმებას ელოდება, რის შემდეგადაც მანჩესტერში გადაბარგდება.
გამოცემის ესპანელი ექსპერტი და ჟურნალისტი, გილემ ბალაგი ირწმუნება, რომ ედ ვუდვორდი დღეს ბარსელონაშია. ის კლუბთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და ტრანსფერი ამ კვირაში განხორციელდება. ფეხბურთელსა და "იუნაიტედს" შორის პირობები შეთანხმებულია. პედროს გადაწყვეტილება მიღებული აქვს. ერთადერთი, რაც "მანჩესტერელებს" ტრანსფერამდე აშორებთ, 30 მილიონი ევროს გადახდაა.