ბელგიელი ნახევარმცველი პირობას დებს, რომ იგი საგრძნობლად მოუმატებს თამაშის ხარისხს და "იუნაიტედს" დიდ ხნის მანძილზე მოუტანს წარმატებას. იგი იყო ერთადერთი გოლის ავტორი გასულ კვირას და ამით მან ჭორებს ბოლო მოუღო, რომელიც მისი გუნდიდან არენდის სახით წასვლაზე აპელირებდნენ.
"მე დიდი ხნის განმავლობაში არ მქონდა მატჩი ჩატარებული და გამიხარდა, რომ სეზონის პირველი გოლი გავიტანე." - აცხადებს იანუზაი. "გასული სეზონი წარსულს ჩაბარდა, ახლა ამ სეზონზე ვამახვილებ ყურადღებას. მიხარია გუნდში ყოფნა და სიამოვნებას მანიჭებს ის გზა, რომლითაც მწვრთვნელი მუშაობს ჩემთან."
"დევიდ მოესის ხანის" დროს გამონათების შემდეგ, იანუზაი გასულ სეზონში სათამაშო დროის უკმარისობას განიცდიდა, ვინაიდან მან მხოლოდ 8 მატჩი დაიწყო ძირითადი შემადგლობიდან. "ეს ბუნებრივი მოვლენაა, მაგრამ ახლა სხვა სეზონია. ასე რომ, მზად ვარ, დავუბრუნდე ჩემს საუკეთესო ფორმას და გავაკეთო მაქსიმუმი. მენეჯერი რამდენჯერმე პირადად გამესაუბრა და თავად მივხვდი, რომ კარგად ვპროგრსირებ. გასულ წელს ბევრი დრო არ მქონია, მაგრამ წელს იმედი მაქვს, უფრო მეტ სათამაშო დროს მივიღებ."
ვან გაალმა გასული წლის საკუთარი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ბელგიელს თავად უნდა მოეპოვებინა სათამაშო დრო. "ადნანმა 8 მატჩი დაიწყო პირველი წუთებიდან და 14 მატჩში სათადარიგო ფეხბურთელად გამოვიყენე. ასე რომ, მას შანსები ნამდვილად ჰქონდა. გუნდის სხვა ფეხბურთელბს არ აქვთ უფლება ითამაშონ?! მან კონკურენცია უნდა გაუწიოს 23-24 ფეხბურთელს და ის ჯერ 20 წლისაა."
"ახალგაზრდა ფეხბურთელების ხასიათი გვაჩვენებს, რომ ისინი სტაბილურები არ არიან. მან ამ სეზონში ეს მითი უნდა დაამსხვრიოს. ამ კლუბში შენ არასდროს გაქვს გარანტია, რომ სასტარტო თერთმეტეულში მოხვდები. ყველამ კარგად იცის ეს და სწორედ ამიტომ გვაქვს კარგი შემართება. რომ არა ეს ყველაფერი, მაშინ გასულ სეზონს მეოთხე პოზიციაზეც ვერ დავასრულებდით." დაასრულა ჰოლადნიელმა სპეციალისტმა.