თბილისი:
მანჩესტერი:
17-08-2015, 20:44
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2736,
კომენტარები: 12
რუნი ერთადერთი ფორვარდი არ არის
ლუი ვან გაალი "იუნაიტედის" შემტევ პოტენციალზე საუბრობს.
რუნი ერთადერთი ფორვარდი არ არის
''მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთვნელს, ლუი ვან გაალს კითხვა დაუსვეს იმასთან დაკავშირებით, ბოლომდე ენდობოდა თუ არა თავისი კაპიტნის შესაძლებლობებს. მან ასეთი პასუხი გასცა: "მე ყოველთვის ვენდობი ჩემს ფეხბურთელებს, მაგრამ რუნი არ არის ერთადერთი ფორვარდი გუნდში."

"ჩვენ გვყავს ადნან იანუზაი, რომელმაც ამერიკის ტურნეზე შემტევის პოზიციაზე ითამაშა და დაგვანახა, რომ ამის გაკეთება კარგად ეხერხება. ჩვენ ასევე ჩიჩარიტო და ჯეიმს უილსონი გვყავს. ასე რო,მ არამგონია, ფორვარდების დეფიციტი იყოს გუნდში."


რადამელ ფალკაოსა და რობინ ვან პერსის გუნდიდან წასვლის შემდეგ, უეინ რუნიზე ზეწოლა გაორმაგდა, თუმცა კაპიტანი ჯერჯერობით წნეხს თავს ვერ ართმევს, ვინაიდან პრემიერ ლიგის გასულ ორ ტურში გოლის გატანა ვერ შეძლო და მეტიც, "ვილა პარკზე" მან მხოლოდ ერთხელ შეახო ბურთს ფეხი მოედნის საჯარიმოში. უეინმა ბოლო გოლი 4 აპრილს გაიტანა, მანამდე კი მას 8 უგოლო მატჩი ჰქონდა ჩატარებული.

მიუხედავად ყველაფრისა, რუნიმ წინასასეზონო ტურნეზე განაცხადა, რომ იგი საკმარისი რაოდენობის გოლს გაიტანდა, თუ თავის საყვარელ პოზიციაზე ითამაშებდა. ლუი ვან გაალში სერ ალექსის ჩრდილი გამოჩნდა, როდესაც მან სარკაზსტულად გასცა პასუხი უეინ რუნის ფორმასთან დაკავშირებულ კითხვებს.

"მგონი ერთი წლის განმავლობაში მთელი მედია რჩევას მაძლევდა და მკარნახობდა, რომ რუნი ფორვარდის პოზიციაზე მეთამაშა." აგრძელებს ჰოლადნიელი. "ასე რომ ახლა, ორი მატჩის შემდეგ, თვენ თქვენსავე მოსაზრებას ეჭვისქვეშ აყენებთ. ასეთი რამ არ მესმის."

როდესაც ლუი ჰკითხეს, ხომ არ სჯობდა რუნის უკან, 10-იანის პოზიციაზე, ხუან მატას განთავსება, მან იმავე შინაარსის პასუხი გასცა: "თქვენ უფლება გექნებოდათ შეკითხვოდით "იუნაიტედის" ბორდს, რომ ყოფილიყავით მთავარი მწვრთვნელი. ასე რომ, ეს საკითხი თქვენს კოლეგებთან განიხილეთ, მე მედიასთან დისკუსიის გამართვას არ ვაპირებ."

მსგავსი შინაარსის პასუხები კარგი ტაქტიკური გათვლა იქნებოდა, თუ უეინ რუნი საქმით დაამტკიცებდა თავის შესაძლებლობებს, მაგრამ გუნდი აშკარად განიცდის შეტევის ძალის დეფიციტს და ახალი ფეხბურთელები სჭირდება ამ პოზიციაზე. გასულ წელს, პირველად 19 წლის მანძილზე, გუნდი ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩა. სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ ისეთ ფეხბურთელს, როგორც პედრო როდრიგესია, "იუნაიტედში" ტრანსფერს უწინასწარმეტყველებენ.

მიუხედავად ყველაფრისა, პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში "წითელმა ეშმაკებმა" ქულების მაქსიმუმი მოაგროვეს და ვან გაალი აცნობიერებს, რომ გაუმჯობესება მაინც გარდაუვალია. "ეს ყოველთვის ასეა. მენეჯერს სურს, იხილოს იდეალური თამაში."

"ფეხბურთელები არ არიან ფორმის პიკში და ჩვენ ჯერ კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი. მიუხედავად ამისა, წელს უკეთესი სტარტი გვაქვს წინა წელთან შედარებით. ასევე კარის 2ჯერ მშრალად შენახვამ დაგვანახა, თუ რაოდენ დაბალანსებულია გუნდი. ასე რომ, მე თავდაჯარებული ვარ და ვიმედოვნებ, რომ ფეხბურთელებისგან მალე მივიღებ იმ დონეს, რასაც მოვითხოვ."
დაასრულა ვან გაალმა.

წყარო: Mirror


უნდა გადაინაცვლოს დროებით რუნიმ სათადარიგოთა სკამზე?

არა, ფორმაში მალევე ჩადგება
დიახ. სხვებს უნდა მისცეს შანსი

ახალი ამბები
12 კომენტარი
№1
ავტორი: gocha 1985
17 აგვისტო 2015 20:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 53
რუნი შეუცვლელია მანჩესტერში სულ თავზე არ აგივარდეს ვან გალლ
0
№2
ავტორი: rezimankunia
17 აგვისტო 2015 20:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 237
Chichas imedimaq wels magari yvela variantshi unda daamtkicos rom girsia darchenis torem aedeba falkaosavit
0
№3
ავტორი: Mufc7
17 აგვისტო 2015 21:06
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
დაავიწყდა სულ მანდ თამაში angry ჩიჩა შემოიყვანოს ერთხელ და იქნებ შვრება რამეს და თამაშობს კარგად
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№4
ავტორი: kantona-7
17 აგვისტო 2015 21:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
რუნი არასდროს არუნდა დაჯდეს სკამზე!!! love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№5
ავტორი: GeorgeBest
17 აგვისტო 2015 21:58
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ჩიჩა ბრიუგესთან უნდა ათამაშოს, შეცვლაზე მაინც უნდა შემოიყვანოს, მგონი არაფერი დაშავდება ამით. იმსახურებს შანსს რადგან დატოვეს
0
№6
ავტორი: Silver
17 აგვისტო 2015 22:22
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 151
რუნიმ მოუკლო. ტიპს ძინავს რასაც ქვვია :@
ჩიჩას მისცენ დრო სანამ ეს გახდება და ფორმაში შევა, ან მოიყვანონ ვინმე.
შრეკი ვერ გვიშველის!!!
0
№7
ავტორი: ვახო ( G G M U)
17 აგვისტო 2015 23:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
რუნი სულ რომ მოედანზე კვდებოდეს ჩიჩარიტო ვერასდორს დაიკავებს მის ადგილს. შრეკი აუცილებლად შევა ფორმაში და გოლებსაც შეყრის winked
0
№8
ავტორი: VaRdo
18 აგვისტო 2015 03:23
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
რუნი არასდროს უნდა დაჯდეს სკამზეო და რუნი ღმერთიაო და რუნი პრრეზიდენტათ? facepalm ვინ ჩემი შაშაკოლააა? იმაზე მეტი შანსი ექნება ვიდრე სხვას, მაგრამ თუ ესე გააგრძელა დაჯდება სკამზე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№9
ავტორი: chaobi
18 აგვისტო 2015 10:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 173
რუნი მალევე ჩადგება ფორმაში !!!! სულ ცოტაც და ეგაა !!
0
№10
ავტორი: AkkRed
18 აგვისტო 2015 10:47
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ბრიუგეს გააწამებს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top