უკვე თვეებია, არ წყდება ჭორები იმის შესახებ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაინტერესეულია ნიკოლას ოტამენდის შეძენით და ამ ტრანსფერთანაც ერთი პერიოდი ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ბოლო კვირაში ამ ფეხბურთელით კიდევ ერთი მანჩესტერული კლუბი დაინტერესდა და, დიდი ალბათობით, ეს უკანასკნელი სწორედ „სიტიში“ გააგრძელებს კარიერას, რადგან „ქალაქელები“ ოტამენდიში €40 მილიონს იხდიან და ასევე ვალენსიაში იჯარის წესით გაუშვებენ მანგალას. ეს წინადადება კი, რაღა თქმა უნდა, ძალიან მაცდურია და ესპანური კლუბიც უკმაყოფილო არ უნდა დარჩეს ამ ყველაფრით.
Sky Sports-ის ინფორმაციით, ოტამენდით მადრიდის „რეალიც“ დაინტერესდებოდა იმ შემთხვევაში თუ, სერხიო რამოსი კლუბთან ახალ კონტრაქტს არ გააფორმებდა, მაგრამ ესპანელმა მცველმა „სამეფო კლუბთან“ ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი და „რეალიც“ ამ ბრძოლას გამოეთიშა.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი, „მანჩესტერ იუნაიტედი“ დიდი ალბათობით ვერცერთ მცველს ვერ იყიდის, რადგან რამოსმა ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი და ის ამ ზაფხულს კლუბს არ დატოვებს და თუ კი „ვალენსია“ დათანხმდა „სიტის“ შემოთავაზებას, მაშინ ლუი ვან გაალი ვერც ოტამენდის შეძენას მოახერხებს.