როგორც ბრიტანული და გერმანული პრესა იტყობინება, ''მანჩესტერ იუნაიტედი'' კვლავ განაგრძობს „მიუნხენის ბაიერნის“ ფორვარდ, ტომას მიულერზე ბრძოლას. უახლესი ამბავი კი ის გახლავთ, რომ „იუნაიტედი“ მზადაა, გერმანელის სანაცვლოდ £56.7 მილიონი გადაიხადოს.
მიუხედავად იმისა, რომ ლუი ვან გაალი გერმანელებმა ორი შეთავაზების შემდეგ ორივეჯერ უარით გაისტუმრეს, ის მაინც არ აპირებს დანებებას და მესამედ მიმართა გერმანული კლუბის ხელმძღვანელობას მიულერის ტრანსფერის თაობაზე.
ალბათ, სწორედ გერმანელი მოიაზრება ჰოლანდიელის გეგმებში, თავდასხმის ხაზში უეინ რუნისა და მემფის დეპაის გვერდით. სწორედ ამიტომაც, ის აქტიურადაა ჩართული ამ ტრანსფერში და ცდილობს, მიულერის შეძენას. მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ გერმანული მხარე ასე ადვილად არ დათმობს ამ უკანასკნელს, მით უფრო რომ, რამდენიმე თვის წინ მათ შვაინშტაიგერი დაუთმეს ინგლისურ კლუბს.