ბასტიან შვაინშტაიგერმა განაცხადა, რომ 31 ნომრიანი მაისურის აღება მას ეხმარება "მანჩესტერ იუნაიტედში" უკეთ ადაპტაციაში.
გერმანელმა ნახევარმცველმა ეს ნომერი მარუან ფელაინისგან მიიღო. თავად ბელგიელი კი 27-ს დაუბრუნდა, სწორედ ამ ნომრით დაიწყო მან თავისი პროფესიონალური კარიერა. ბევრისთვის შესაძლოა, ეს მცირე დეტალი იყოს, თუმცა შვაინშტაიგერის განცხადებით ეს ნომერი მას დიდ დახმარებას უწევს.
"დიახ, ეს დამეხმარა ადაპტაციაში" - განუცხადა მან MUTV-ს. "ბედნიერი ვარ, რომ მწვრთნელმა 31 ნომრიანი მასიური მომცა, ეს ნამდვილად მოულოდნელი იყო."
"ასევე მადლობა უნდა ვუთხრა ფელაინისაც. "ბაიერნში" პირველი მატჩიდან მოყოლებული ამ ნომრით ვთამაშობ, ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. არ ველოდი, რომ მწვრთნელი ამას გააკეთებდა, თუმცა ასე გადაწყვიტა მან, ასე გადაწყვიტა კლუბმა და ეს კიდევ უფრო მიმძაფრებს იმ გრძნობას, რომ სახლში ვარ."