"მოსკოვის ცსკას" ნახევარმცველმა ზორან ტოშიჩმა ისაუბრა თავის ურთიერთობაზე სერ ალექს ფერგიუსონთან. "ჩემთვის ყოველთვის სასიხარულოა ისეთ ადამიანთან საუბარი, როგორიც სერ ალექს ფერგიუსონია. ის რამოდენიმეჯერ დამიკავშირდა. სერ ალექსს აინტერესებდა თუ როგორი ფეხბურთელები იყვნენ რუსეთში".
შეგახსენებთ, რომ ტოშიჩი მანჩესტერში რამოდენიმე წლის განმავლობაში თამაშობდა, ხოლო 2010 წელს მან "იუნაიტედიდან" "მოსკოვის ცსკაში" გადავიდა. ტოშიჩმა "ცსკაში" 155 მატჩი ჩაატარა და 56 გოლის გატანა და 34 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.
როგორც ჟურნალისტები ამბობენ ტოშიჩი "მანჩესტერიდან", რომ არ წასულიყო უფრო ნათელი მომავალი ექნებოდა. მიუხედავად ამისა ტოშიჩმა "ცსკაში" გადასვლა გადაწტყვიტა და ასეთი კომენტარი გააკეთა:
"ვხვდებოდი, რომ "იუნაიტედში" ძლიერი ფეხბურთელები თამაშობდნენ და ძნელია მათ გაუწიო კონკურენცია, სწორედ ამიტომ გადავდივარ "ცსკაში"-განაცხადა ტოშიჩმა.