ვან გაალი მატჩის შემდგომ.
სეზონი ''იუნაიტედისთვის'' წარმატებით დაიწყო. გუნდმა მოიგო შეხვედრა როგორც სახლში ''ტოტენჰემთან'', ისე გასვლით მატში ''ასტონ ვილას'' წინააღმდეგ. ვან გაალმა მორიგი 3 ქულის მოპოვების შემდეგ, კომენტარი გააკეთა.
გუნდის თამაში და მოგება: ''დიახ. მე ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ შევძელით 3 ქულის მოპოვება. ჩვენ დავიწყეთ სეზონი მოგებით სახლში და გასვლაზეც. ამ სეზონში მთავარია გასვლითი მატჩების მოგება და მე ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს უნარი, მატჩებში სასურველ შედეგს მივაღწიოთ.''
რატომ დაიწყო იანუზაიმ ძირითადში:''მე ეს გადაწყვეტილება მივიღე იმიტომ, რომ ვარჯიშებზე დავინახე, რომ ის უფრო და უფრო საიმედო და თვითდაჯერებული ხდება და აკეთებს თავის საუკეთესოს. მე მომწონს მისი ამ პოზიციაზე თამაში (რუნის უკან), უფრო მეტად, ვიდრე მესამე ნახევარმცველად. სწორედ ესაა მიზეზი იმისა, თუ რატომ არ დაიწყო პირველივე წუთებიდან ერერამ თამაში და ის შეცვლაზე შემოვიყვანე, მას შემდეგ, რაც დავინახე, რომ ჩვენ კონტროლი გვჭირდებოდა ნახევარდაცვაში.''
ბურთის ფლობა:''დღეს იანუაიმ გაიტანა შესანიშნავი გოლი და მისით ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ ჩვენ ბურთზე უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ. ჩვენ ზედმეტად ბევრჯერ დავკარგეთ ბურთი, მათ შორის იყო იანუიზაიც, რომელიც ყველაზე ხშირად კარგავდა ბურთს. იყვნენ სხვებიც- დეპაი, რუნი , რომლებმიც ბურთზე კონტროლს ხშირად კარგავდნენ. სწორედ ამიტომ ვერ შევქმენით ჩვენ საკმარისი მომენტები და მსგავსი თამაშით ჩვენ ვერ შევძლებთ შევქმნათ საკმარისი შანსი გუნდისთვის.''
დეპაი და მისი ვერგამოყენებული მომენტი:''მემფისს ჰქონდა გოლის გატანის შანსი, მაგრამ მან ეს ვერ მოახერხა, თუმცა ეს წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია. თქვენ არ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რამხელა განსხვავებაა ჰოლანდიურ და ინგლისურ ფებურთს შორის- მათ შორის ძალიან დიდი სხვაობაა! იგი უნდა შეეგუოს თამაშის განსხვავებულ რიტმს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იგი ამ ყველაფერს გაუმკლავდება.''
დაცვის ''მშრალად'' შენახული შედეგი:''მე დასაწყისში ვთქვი, რომ დაცვა ეს მთლიანი გუნდის დიდი ძალაა. მნიშვნელოვანი როლი ამ კომპონენტში ითამაშა ბურთის ფლობამ, იმიტომ, რომ დღეს ჩვენი დაცვა კარგად გამოიყურებოდა. ჩვენ დღეს თავი კარგად დავიცავით. ჩვენ ასევე გვქონდა კარგი გადაცემები, რამაც გოლამდე მიგვიყვანა. ახლა მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ გავიტანეთ გოლი ხუან მატას ფანტასტიკური პასის შემდეგ. ''
წყარო:
manutd.com